x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 განსაცვიფრებელი ფაქტი კოსმოსის შესახებ
კოსმოსი საოცრებების უსასრულო (ან თითქმის უსასრულო) წყაროა. ამ საოცრებების ერთ სტატიაში მოქცევა შეუძლებელია. აქ ჩვენ მხოლოდ მათ ძალიან მცირე ნაწილს შევეხებით, რათა კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ, თუ რამდენად მცირეა ჩვენი პლანეტა და რამდენად პატარაა ის არეალი, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება.


1. სამყაროს მათემატიკური პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, შესაძლებელია თეთრი ხვრელების არსებობა დავუშვათ. თეთრი ხვრელი ეს არის შავი ხვრელის ანტიპოდი ანუ რეგიონი სივრცესა და დროში, სადაც არაფერს არ შეუძლია შეაღწიოს სინათლის სხივის ჩათვლით. თეთრი ხვრელების არსებობა ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.


2. მზის მასა მზის სისტემის მასის 99 %-ს შეადგენს. ის დედამიწაზე 300, 000-ჯერ უფრო მძიმეა. მზის სისტემის მასის დანარჩენი 1 % მოდის 8 პლანეტაზე, მათ თანამგზავრებზე და ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა კომეტები, ასტეროიდები, პლანეტოიდები და ასევე გაზის და მტვრის ნაწილაკები.


3. ფეხის ნაკვალევი მთვარეზე არ ქრება, რადგან დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე არ არსებობს ქარები.



4. სატურნის და იუპიტერის ზედაპირზე ალმასების წვიმა მოდის. ეს მაშინ ხდება, როცა ელვა მეთანის ღრუბლებს ურტყამს.


5. თუ კოსმოსის ვაკუუმში სკაფანდრის გარეშე მოხვდებით, თქვენი სისხლი დუღილს დაიწყებს. ვაკუუმის და წნევის არარსებობის ზეგავლენით სისხლის დუღილის ტემპერატურა სხეულის ტემპერატურის დონეზე ჩამოდის. ამის შედეგად სისხლი დუღილს იწყებს, სისხლძარღვებში თრომბები იჭედება და სისხლის მიმოქცევა ჩერდება. ადამიანს კოსმოსის ვაკუუმში მხოლოდ 2 წუთის მანძილზე შეუძლია გაძლოს. უფრო დიდი ხნით კოსმოსის ვაკუუმში ყოფნის შემდეგ უდიდესია იმის რისკი, რომ ადამიანი შეიძლება ფილტვის თრომბოემბოლიის შედეგად გარდაიცვალოს.


6. მზის სისტემა 4, 6 მილიარდი წლისაა. მეცნიერების აზრით მზე 5 მილიარდ წელიწადში წითელ გიგანტად გადაიქცევა, ხოლო 7, 4 მილიარდ წელიწადში მისი ზედაპირი დედამიწას “გადასანსლავს.”


7. სამყაროში იმაზე ათჯერ უფრო მეტი ვარსკვლავია, ვიდრე დედამიწაზე ქვიშის ნამცეცია.


ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ვარსკვლავია სამყაროში. მეცნიერებს მხოლოდ მიახლოებით შეუძლიათ ამ რიცხვის დასახელება: ერთი კვადრილიონი.


8. კოსმოსში სამარისებური სიჩუმეა. ეს იმით არის გამოწვეული, რომ კოსმოსში ვაკუუმი სუფევს. ანუ იქ არ არსებობს ჰაერი და ამიტომ ვერც ბგერა გავრცელდება.


9. მარსზე მდებარე მთა ოლიმპუს მონსი იმდენად მაღალია, რომ თუ მის წვერში დავდგებით, მთის ძირს ვერ დავინახავთ, რადგან მას პლანეტის ზედაპირის გამრუდება დაფარავს. 26 კილომეტრის სიმაღლის ეს გიგანტი მზის სისტემის უდიდესი მთაა. მისი ძირის გარშემოწერილობა ამერიკის შტატ არიზონას ზომისაა.


10. ადამიანმა მარსის და მთვარის შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ოკეანეების შესახებ. ამ ციურ სხეულთა ზედაპირების 100 % კარტოგრაფიზებულია. ამის საპირისპიროდ ოკეანეთა ზედაპირის მხოლოდ 5 %-ია კარტოგრაფიზებული.


ოლიმპუს

0
563
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0