x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დედამიწის ატმოსფეროში მილიონობით ტონა უჩვეულო ნივთიერება აღმოაჩინეს


image
მეცნიერთა ევროპულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ულტრარეაქტიული ქიმიური ნივთიერება დედამიწის ატმოსფეროში გაცილებით მეტხანს ნარჩუნდება, ვიდრე ადრე ეგონათ. ამის შესახებ Yahoo News იტყობინება.


ნივთიერება არის ჰიდროტრიოქსიდები - ერთი წყალბადის ატომი და სამი ჟანგბადი. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ნივთიერებები დედამიწის ატმოსფეროში შეიძლება არსებობდეს ოც წუთამდე, მაშინ, როცა ადრე ვარაუდობდნენ, რომ ისინი ბევრად უფრო სწრაფად იშლება.


იმ ფაქტმა, რომ ეს ნივთიერება ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე მეცნიერები ადრე ფიქრობდნენ, შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს დედამიწის ატმოსფერო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი მონაცემების გათვალისწინებით, ატმოსფეროში ყოველწლიურად სულ მცირე 11 მილიონი ტონა ჰიდროტრიოქსიდი იქმნება.


ბევრი სხვა ქიმიური ნივთიერებისგან განსხვავებით, ჰიდროტრიოქსიდებს შეუძლიათ ურთიერთქმედება თითქმის ნებისმიერ სხვა ქიმიკატთან. გარდა ამისა, ისინი ჩნდებიან დიდი რაოდენობით სხვადასხვა ქიმიური რეაქციების შედეგად. თუმცა, სავარაუდოა, რომ ატმოსფეროში მისი ხანგრძლივი დაშლის დროის გათვალისწინებით, ის შეიძლება იყოს დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი.

0
151
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0