x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
მოსკოვის მახლობლად, ქარხანა იწვის, რომელიც რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სტრუქტურის ნაწილია

image

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გრძელდება უეცარი ხანძრების სერია, ამჯერად მოსკოვის მახლობლად, ქარხანა იწვის, რომელიც რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სტრუქტურის ნაწილია!


ამჯერად საუბარია ზაგორსკის ოპტიკურ და მექანიკურ ქარხანაზე, რომელიც მდებარეობს მოსკოვის მახლობლად, ქალაქ სერგიევ-პოსადში. კომპლექსი შვაბე ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია თერმული გამოსახულების, ლაზერული სისტემების და სხვა მსგავსი პროდუქციის წარმოებაზე.

ადგილობრივი მედია, რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ხანძარი მძვინვარებს საწარმოო საამქროს სახურავზე. მისი ფართობი შვიდას კვადრატულ მეტრზე მეტია, ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობას იღებს 57 ადამიანი და 17 ერთეული ტექნიკა, მაგრამ ჩაქრობა გართულებულია ადვილად აალებადი მასალების გამო. რუსულმა მხარემ პირობა დადო, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დასავლეთის სანქციების გარდა, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსულ ეკონომიკას, მათ შორის სამხედრო ინდუსტრიას, ხანძარები ასევე ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას.


2
331
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
331
  
2022, 9 ივნისი, 16:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 9 ივნისი, 16:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2