x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
,,საქმე რეპუტაციაშია და არა ფულში"- ჯონი დეპი აპირებს ემბერ ჰერდისგან მიღებულ კომპენსაციაზე უარი თქვას

ჯონი დეპის ადვოკატებმა კამილა ვასკესმა და ბენჯამინ ჩუმ ისაუბრეს მსახიობის სარჩელზე ყოფილი მეუღლის ემბერ ჰერდის წინააღმდეგ და განაცხადეს, რომ დეპმა შეიძლება უარი თქვას იმ ფულზე, რომელიც ჰერდს კომპენსაციის სახით დაეკისრა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰერდის “ვალი" 15 000 000 აშშ დოლარია, საიდანაც 8 000 000 ჯონი დეპს უნდა გადაუხადოს.
image

“ მისტერ დეპისთვის ეს არასდროს ყოფილა ფულის საკითხი. ეს ეხებოდა მისი რეპუტაციის აღდგენას და მან ეს გააკეთა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რასაც ვამბობთ, მაგრამ ეს ეხებოდა მისტერ დეპის რეპუტაციას, ეს იყო მისთვის მნიშვნელოვანი."- განაცხადეს დეპის ადვოკატებმა.

image

რაც შეეხება თავად ემბერ ჰერდს, მისი ადვოკატების თქმით, მას გადასახდელი ფული არ აქვს და აპირებს თავი ბანკროტად გამოაცხადოს.

ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესი ძალიან ხმაურიანი გახდა და საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. სკანდალი აქტიურად განიხილებოდა სოციალურ ქსელებში, სადაც მომხმარებლების უმეტესობა დეპის მხარეს დადგა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მხარს უჭერდა ამბერ ჰერდს.


0
68
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0