x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"იმედი მაქვს, რომ საკუთარი შვილები არ აიძულა, გადაეღოთ მისთვის ეს ფოტო" - რაზე დასცინა და გააკრიტიკა 50 Cent-მა მადონა?
image

რეპერმა მადონა უცხოპლანეტელს შეადარა და ფოტომტკიცებულებაც გამოაქვეყნა.


როგორც ჩანს 63 წლის ასაკში მომღერალი ლუიზა ჩიკონე, რომელიც ყველა მადონათი იცნობს, ვერაფრით ეგუება მოახლოებულ სიბერეს და კვლავ განაგრძობს პროვოკაცული ფოტოების გამოქვეყნებას.


პოპ იდოლმა მთელი ძალები ჩადო გარდაუვალთან ბრძოლაში და შედეგები თავის ბლოგზე გამოაქვეყნა.



ეპატაჟების მოყვარულმა ლუიზა ჩიკონემ სურათების მორიგი სერია წარმოადგინა მის ტრადიციულ სტილში: არტისტი ეროტიულ სამოსში გამოწყობილი საწოლზე ნებივრობს და ფეხები ფართოდ აქვს გაშლილი. ამასთანავე აშკარაა, რომ მადონას სახე და სხეული შეძლებისდაგვარად ფოტოშოპითაა რეტუშირებული, ხოლო უზარმაზარი შავი სათვალეები მის თვალებს ფარავს.

image

რეპერი 50 Cent-ი, რომელიც როგორც ჩანს ყურადღებით ადევნებდა თვალს მომღერლის კონტენტს, ვერ აუარა გვერდი, ისე რომ არ დაეცინა და გაეკრიტიკებინა:


”იმედი მაქვს, რომ მან თავის შვილები არ აიძულა გადაეღოთ მისთვის ეს ფოტო. ლოლ. გეთაყვათ ვინმემ უთხარით, რომ 63 წლის ასაკშია და დაცხრეს, “, - წერს მუსიკოსი. ამავდროულად, რეპერმა მადონა შეადარა უცხოპლანეტელს და შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.

image

მაისის დასაწისში, მადონამ თხოვნით მიმართა რომის პაპს, გადაეხედათ მისი ეკლესიიდან განკვეთის გადაწყვეტილებასათვის.


მადონა, იგივე ლუიზა ჩიკონე რომის პაპს სთხოვს, მისცეს კიდევ ერთი შანსი თითქმის, ორი ათწლეულის შემდეგ, რათა ვატიკანმა ანათემა მოუხსნას მას შემდეგ, რაც დაგმო სცენაზე მისი "მკრეხელური" საქციელი.


შეგახსენებთ, კათოლიკურმა ეკლესიამ მადონა ანათემას გადასცა 2006 წელს რომში გამართული სკანდალური შოუს შემდეგ, რომლის დროსაც ის სცენაზე "ჯვარს აცვეს". გარდაცვლილმა კარდინალმა ერსილიო ტონინიმ მაშინ განაცხადა, რომ "პოპის დედოფალი" "ძალიან შორს წავიდა" და მის ქმედებებს "მკრეხელობა" უწოდა.


63 წლის პოპ-მომღერალი მომღერალი საკუთარ თავს კარგ კათოლიკეს უწოდებს და როგორც თვითონ ამბობს, მზად არის ყველაფერი გამოასწოროს, თუმცა მის ფოტოსესიებში ეს რაღაც არ იგრძნობა.


0
182
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0