x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მსოფლიოს უდიდესი თვითმარქვია თაღლითი, რომელსაც სარგებელი არასოდეს უძებნია
image

40 წლის წინ გარდაიცვალა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი თვითმარქვია-ავანტურისტი ფერდინად(ფრედ) დემარა, კაცი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმატებით იცვლიდა პროფესიებს, თავისი სიცოცხლის განმავლობაში მან შესანიშნავად გაართვა თავი სხვადასხვა პროფესიის შესრულებას - იყო მღვდელი, ქირურგი, სტომატოლოგი, ინჟინერი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ადვოკატი, ბავშთა უფლებების დაცვის ექსპერტი, პედაგოგი, რედაქტორი, ციხის უფროსის მოადგილეც კი! 1960 წელს მსახიობობაშიც მოსინჯა ძალები და ეპიზოდური როლი ითამაშა საშინელებათა ფილმშიც.


ფერდინანდ დემარა დაიბადა 1921 წლის დეკემბერში ქალაქ ლოურენსში (მასჩუსეტსის შტატი, აშშ). მამამისი ფერდინანდ უფროსი თეატრის და კინოს სფეროში ჰქონდა ბიზნესი, დედა ირლანდიელი ღრმად მორწმუნე კათოლიკე.ოჯახი მშობლებს სურდათ, ფერდინანდი სასულიერო პირი გამხდარიყო. 11 წლის იყო ფრედი, როცა მამა გაკოტრდა. ოჯახმა სახლი გაყიდა და საცხოვრებლად გარეუბანში გადავიდა. მალე ფრედს და გარდაეცვალა, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა.

image


16 წლის იყო, როდესაც ველოსიპედზე შეჯდა და სახლიდან გაიპარა. ერთხანს ფრედი ტრაპისტების მონასტერში ცხოვრობდა, სადაც ბერები ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამასთან, მათ მდუმარების აღთქმა ჰქონდათ დადებული. ფრედი მალე ყველამ შეიყვარა, მაგრამ იგი გაუთავებელ ლაქლაქს ვერ გადააჩვიეს და უკანასკნელს წასვლა მოუხდა.

image


1941 წელს, 20 წლის ასაკში არმიაში ჩაეწერა, მაგრამ ვერ შეეგუა და გაიქცა. შემდეგ ფლოტში სცადა ბედი, მაგრამ მეზღვაურობაც მობეზრდა და სამხედრო – სამედიცინო აკადემიაში დაიწყო სწავლა. მალე სასწავლებლის ხელმძღვანელობამ სწავლის გაგრძელებაზე უარი უთხრა, რადგან სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული. ერთხელ სასწავლებელში რაღაც პროექტს წააწყდა, რომელსაც ავტორის საბუთებიც ახლდა კოლეჯის დამთავრებისა და ხარისხის მინიჭების შესახებ. მან ეს საბუთები გააყალბა და ფსიქოლოგიის დოქტორ რობერტ ლინდონ ფრენჩად იქცა. მოგვიანებით თვითმკვლელობის სცენა გაითამაშა და კვლავ ტრაპისტთა მონასტერს, ოღონდ ამჯერად სხვას, მიადგა. იქ სიხარულით მიიღეს. ახალბედა ბერებს ლოცვების დასაზეპირებლად წლები სჭირდებოდათ, მან ყველაფერი 2 კვირაში ისწავლა. დემარა იქ თავს შესანიშნავად გრძნობდა, მაგრამ ყურძნის კრეფისას სულმა წასძლია, ისე გამოძღა, რომ მუცლის გვრემა დაემართა და მთელი ღამე ვერ დაიძინა.

image

მალე ესეც დატოვა დემარამ, რადგან ერთ-ერთ მონაზონს ბავშვის ჩასახვაში "მიეხმარა" და გადავიდა ნიუ ჯერსიში, სადაც შეუერთდა პაულისტებს ოუკ რიჯში. როგორც "დოქტორი ფრენჩი", მან სხვადასხვა კათოლიკურ კოლეჯში სამუშაოზე განაცხადი შეიტანა და საბოლოოდ მოეწყო ფსიქოლოგიის მასწავლებლად განონის კოლეჯში (ამჟამად უნივერსიტეტი) ერიში, პენსილვანია. როგორც ფილოსოფიის სკოლის დეკანი, ის ასწავლიდა ზოგად ფსიქოლოგიას, ინდუსტრიულ ფსიქოლოგიას და არანორმალურ ფსიქოლოგიას. გამოაქვეყნა ბროშურა სახელწოდებით „როგორ აღზარდო შენი შვილი“, რომელიც კარგად მიიღეს. მაგრამ მას კოლეჯის დატოვება მოუხდა "სამწუხარო ინციდენტის შემდეგ, რომელიც ჩეკების გაყალბებას შეეხებოდა". ის მცირე ხნით იყო ბენედიქტინების სააბატოს წევრი .

image

ამის შემდეგ, დემარა მსახურობდა ლოს-ანჯელესის სანიტარიუმში სანიტრად, წმინდა მარტინის კოლეჯში (ამჟამად უნივერსიტეტი) ინტრუქტორად .მალე FBI-მ ის დაადგინა, რომ სკანდალური წარსული ჰქონდა – თაღლითი, დეზერტირი და ხაზინის გამფლანგველი იყო. ფრედი დააპატიმრეს და 18 თვე პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სანიმუშო ყოფაქცევის გამო 6 თვეში გაათავისუფლეს.

image

ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამედიცინო კოლეჯში დაიწყო მუშაობა. იქ კანადელ ექიმს, ჯოზეფ სერას დაუმეგობრდა. შეჰპირდა, აშშ-ში კარიერის გაკეთებაში დაგეხმარებიო, საბუთები გამოართვა და მისი საბუთებით თვითონ გახდა "დოქტორი სერა".


საბრძოლო ხომალდზე ქირურგად დაიწყო მუშაობა . ერთ დღეს მის ხომალდს კორეელების ხომალდი შეხვდა, ბორტზე 16 მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი აიყვანეს.თითოეულ მათგანს ოპერაცია ესაჭიროებოდა. თვითმარქვია "ქირურგმა", რომელსაც აქამდე არასდროს ჰქონდა ოპერაცია ჩატარებული, პერსონალს ჯარისკაცების მომზადება უბრძანა და თავის კაიუტაში ჩაიკეტა, უცებ გადაშალა სამედიცინო წიგნი, მონახა შესაბამისი თავი, გადაიკითხა, შემდეგ ერთი ჭიქა რომი გადაკრა და თითოეულს ოპერაცია ბრწყინვალედ ჩაუტარა. არცერთი ჯარისკაცი არ გარდაცვლილა.

"დოქტორ სერაზე " და მის გმირობაზე მთელი კანადური პრესა ალაპარაკდა, შედეგად ეს ამბავი ნამდვილმა სერამაც გაიგო, დემარა მართალია არ დაუკავებიათ, თუმცა იძულებული გახდა აშშ-ში დაბრუნებულიყო.


გარკვეული ხნის შემდეგ დემარა ტეხასის შტატის ციხის უფროსად, ზედამხედველ ბენ როუზად იქცა. პატიმრებზე ისე ზრუნავდა, ყველას შეაყვარა თავი. წერა–კითხვის შემსწავლელი კურსები გახსნა, დომინოსა და შაშის ჩემპიონატებს აწყობდა, პატიმრებს თვითონ უყიდა მაგიდის ჩოგბურთის მთელი კომპლექტი და ციხის ხელმძღვანელობას პატიმრებისთვის ციხის კინოთეატრის გახსნას თხოვდა.

image

როცა იქაც გაირკვა მისი ვინაობა, გაიქცა და კ. ნორტ ჰეივენის სკოლაში მასწავლებლად მოეწყო მარტინ გაჰარტის სახელით. იმდენად კეთილი იყო, რომ სანტა- კლაუსი შეარქვეს. მას სურდა სამუდამოდ იქ დარჩენილიყო, მაგრამ მალე დააპატიმრეს სკოლასთან ახლოს და თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს. სასჯელის მოხდის შემდეგ სკოლის დელეგაციამ დაბრუნება შესთავაზა, რაზეც დიდმა თვითმარქვიამ ნაღვლიანად უპასუხა:

“არ შემიძლია, იმ ბავშვებს ვასწავლო რამე, რომლებმაც იციან, რომ პროფესიონალი თაღლითი ვარ"


1960 წელს, როგორც სარეკლამო ტრიუკი, დემარას მისცეს მცირე სამსახიობო როლი საშინელებათა ფილმში The Hypnotic Eye. ის ჩნდება ფილმში, როგორც საავადმყოფოს (ნამდვილი) ქირურგი.

image

1960-იანი წლების დასაწყისში დემარა მუშაობდა ლოს-ანჯელესის სამაშველო მისიის ცენტრში.


1967 წელს მან მიიღო ერთადერთი ატესტატი თავის ცხოვრებაში:ბიბლიური კოლეჯის დიპლომი.


აღსანიშნავია, რომ უნიჭიერესი თაღლითი არასდროს ეძებდა რაიმე სარგებელს ან მატერიალურ კეთილდღეობას. დემარას მხოლოდ სოციალური სტატუსი და საზოგადო აღიარება აინტერესებდა.

ფრედ დემარა 1982 წლის 7 ივნისს(ზოგი წყაროთი 7ივლისს) 60 წლის ასაკში დიაბეტის გართულებით და გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

image

ფრენკ დემარაზე გამოცემულია წიგნები(მათ შორის ქართულ ენაზეც ორტომეულში "ქურდები და თაღლითები"ერთ ერთი თავი დემარას ეძღვნება).მასზე გადაღებულია მხატვრული ფილმი "უდიდესი თვითმარქვია"(The Great Impostor), მის როლს ტონი კერტისი ასრულებდა.

image

ხოლო 1996-2000 წლებში NBC-ზე გადიოდა სერიალი "თვითმარქვია", რომელიც დემარას ცხოვრებაზე იყო აგებული.



ამავე თემაზე ნახეთ:მსოფლიოს ყველა დროის 3 უდიდესი თაღლითი


image

ასევე იხილეთ

image

80 წლის წინ, 1942 წლის 7 ივნისს ავიაკატასტროფაში 38 წლის ასაკში დაიღუპა გენიალური ინგლისელი ინჟინერი ალან ბლუმლაინი. მან სიცოცხლის მოკლე პერიოდში მოასწრო და 128 გამოგონების ავტორი გახდა, მათ შორის ბევრ რამეს სწორედ ამ ადამიანის წყალობით დღემდე ვიყენებთ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. მათ შორის ტელე...


გასული წლის დეკემბერში შედგა BBC One-ს ახალ სერიალის პრემიერა, "A Very British Scandal" რომელშიც მთავარ როლს ასრულებს სერიალ "გვირგვინის"(The Crown) ვარსკვლავი, კლერ ფოი არგილის ჰერცოგინიის-მარგარეტ კემპბელის როლს, იმდენად დამცირებული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქალბატონისას, რომ მას საზოგადოებაში მოიხსენიებდნენ, როგორც "ბინძურ ჰე...


100 წლის წინ, 1922 წლის 19 იანვარს თბილისში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენი და ქველმოქმედი მიქაელ არამიანცი.ქვემოთ გაეცნობით მის დრამატიზმის აღსავსე ცხოვრების დეტალებს. დაიბადა 1843 წლის 4 მაისს მთიანი ყარაბაღის სოფელ კეატუკში სოფლის თემის უფროსის ოჯახში მი...


9 იანვარს დაბადებიდან 35 წელი შეუსრულდა თანამედროვე პოპ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად იტალიელ მომღერალს ანა ტატანჯელოს, რომელიც "სან-რემოს" სიმღერის ფესტივალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა, ხოლო მშობლიურ იტალიაში მისმა 20-მდე ჩანაწერმა მიიღო ოქროს და პლატინის სერთიფიკატი. გოგონას მუსიკალური კარიერა ი...


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ორიოდე დღის წინ, ფილტვის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი და ტელეწამყვანი რაფაელა მარია რობერტა პელონი, რომელიც მთელ მსოფლიოში Raffaella Carra- ს სახელით იყო ცნობილი. საბჭოთა მაყურებლებს ახსოვთ სან რემოს ფესტივალის ჰიტები და სიყვარული მათი გმირებისადმი ....


დღეს 11 სექტემბერს, 20 წელი შესრულდა, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერაქტიდან, რომელმაც არა მარტო ამერიკის, არამედ მსოფლიო ისტორია შეცვლა, ამ საზარელი ტრაგედიას ერთი უნიჭიერესი თბილისელი ბიჭი, ალექსანდე ლიგინიც შეეწირა, რომელიც მამა-პაპით თბილისელი გახლდათ. საშა დაიბადა 1973 წლის 16 იანვარს, თბილისში. მამა, ვლადიმერ ლიგინი...

0
528
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0