მოურინიო: რეალის შემდეგ ინგლისი. გადაწყვეტილია
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მომდევნო სამუშაო ადგილი იქნება ინგლისში და ასევე აღნიშნა, რომ მზად არის განიხილოს წინადადებები პრემიერ-ლიგის სხვადასხვა კლუბების მხრიდან.
სამი წლის განმავლობაში მოურინიოს წინამძღოლობით ჩელსიმ ორჯერ მოიგო პრემიერ-ლიგა და ინგლისურ ფეხბურთთან ახლა თბილი მოგონებები აკავშირებს. პორტუგალიელი სპეციალისტი აპირებს ნისლიან ალბიონზე დაბრუნებას, როგორც კი ამოეწურება ხელშეკრულება რეალთან.
„როდესაც ამაზე ესპანეთში ვისაუბრე, ჩემი სიტყვა ისე აღიქვეს, რომ დაუყოვნებლივ წასვლას ვაპირებდი. ვერ ვუარყოფ იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე მივიღე - რეალის შემდეგ ინგლისი იქნება. ეს გადაწყვეტილია.“
„ვაგრძელებ ამ თემაზე აქტიურ საუბარს, იმიტომ, რომ უკვე სრულად გადაწყვეტილია, თუ რას უკავშირდება და სად მიდის ჩემი სურვილი.“
„მზად ვიქნები, რომ განვიხილო ნებისმიერი ინგლისური კლუბის წინადადება. ჩელსიში ვმუშაობდი და დღემდე ძალიან მიყვარს ეს კლუბი, თუმცა პროფესიონალი ვარ, “ - განაცხადა მოურინიომ.