x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რატომ აღშფოთდნენ "ანჟელიკას" ავტორები რომანის ეკრანიზაციის გამო

image


ამ წყვილს ყველა ან და სერჟ გოლონებად იცნობს, თუმცა სინამდვილეში ისინი "ანჟელიკას" შესახებ რომანების ავტორები სიმონ შანჟე და ვსევოლოდ გოლუბინოვი არიან. რომანი "ანგელოზების მარკიზას" შესახებ მილიონობით ადამიანს ჰქონდა წაკითხული, რომლის ეკრანიზაციაც მხოლოდ დროის საკითხი იყო, მაგრამ როდესაც მწერლებმა თავიანთი პირველი "პირმშო" 1964 წელს დიდ ეკრანზე იხილეს შოკში ჩავარდნენ.


image


ემიგრანტი და მწერალი



ვსევოლოდ გოლუბინოვი ემიგრანტი გახლდათ, რომელიც 1920 წელს საცხოვრებლად საფრანგეთში გაემგზავრა. სიმონა ტულონში დაიბადა და შემოქმედებისკენ ლტოლვა ბავშვობიდან ჰქონდა. 18 წლის ასაკში გოგონამ თავისი პირველი რომანი "The Country From Behind My Eyes"-იც გამოაქვეყნა.


image


ახალგაზრდებმა ერთმანეთი აფრიკაში გაიცნეს. სიმონა მოგზაურობდა, ვსევოლოდი კი - ცემენტისა და ტყავის ქარხნებს ხელმძღვანელობდა და თან ოქროს მაღაროებში მუშაობდა. სიმონა და ვსევოლოდი საფრანგეთში ერთად დაბრუნდნენ, სადაც მალევე იქორწინეს კიდეც.


image


წყვილმა "ანჟელიკას" შესახებ რომანების წერა ერთად დაიწყო. ქმარი პასუხისმგებელი ისტორიულ ფაქტებზე იყო, ცოლი კი - სიუჟეტზე. ანას თქმით, სწორედ მისი მეუღლე - სერჟი გახდა ყველა გოგონას სათაყვანებელი ჟოფრეი დე პეირაკის პროტოტიპი. რომანების უეცარმა წარმატებამ ფაქტიურად ოჯახი სიღარიბისგან იხსნა, ვინაიდან იმ დროს წყვილს ფინანსურად საკმაოდ უჭირდა.




"გარყვნილება ეკრანზე"


image


"ანჟელიკას" შესახებ წიგნების სერიის 150 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ამ ისტორიულ - ავანტურისტული რომანით, როგორც მას იმჟამად უწოდებდნენ, კინორეჟისორებიც დაინტერესდნენ. 1964 წელს იქნა გადაღებული პირველი ფილმი - "ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა", რასაც შემდგომში კიდევ ოთხი ნაწილი მოჰყვა. 2012 წლისთვის მხოლოდ საფრანგეთში - "ანჟელიკა და მეფე", "მოუხელთებელი ანჟელიკა", "ანჟელიკა და სულთანი" და "ანჟელიკას ტრიუმფი" 800 მილიონმა ადამიანმა ნახა.


image


მაგრამ ეკრანიზაციით რომელიც მთელ მსოფლიოს შეუყვარდა ანა და სერჟი იმედგაცრუებულები დარჩნენ. მწერალს გადაღებებზე არც კი უშვებდნენ, ხოლო მისი აზრი კასტინგის შესახებ საერთოდ უგულვებელყვეს: ანა ამტკიცებდა, რომ მიშელ მერსიე მთავარი როლისთვის შესაფერისი კანდიდატი არ იყო. მისი თქმით, ერთხელ სცენარისტმა ისიც კი განაცხადა რომ ანჟელიკა - მეძავია, რომელსაც ყველა ნაცნობ მამაკაცთან ინტიმური კავშირის დამყარება სურს. გოლონი შოკში იყო: მის "პირმშოს" შეურაცხყოფას აყენებდნენ, სიყვარულის ისტორია კი ეროტიკულ ფილმად უქციეს.


image


ანას უკმაყოფილება სსრკ-ში ცენზორებმაც გაიზიარეს და პირველი ფილმიდან საწოლის ყველა სცენა ამოჭრეს, რომელიც მთლიანობაში 30 წუთს შეადგენდა.... და მაინც, საბჭოთა კრიტიკოსები ფილმს უწოდებნენ - "გარყვნილებას ეკრანზე", მის შემქმნელებს კი გულგრილობასა და მეშჩანობაში ადანაშაულებდნენ.


image


მაგრამ მაყურებელს ეს როდი აინტერესებდა: სსრკ-ში ახალშობილ ქალიშვილებს სახელად ანჟელიკას არქმევდნენ, ხოლო მოდის მოყვარული ქალბატონები თმას ანჟელიკასნაირად ატარებდნენ. ამბობენ, რომ მწერალს "ანჯელიკას" 2013 წლის რიმეიკი ყველაზე მეტად მოეწონა, მაგრამ პოპულარობით ის ორიგინალს მაინც ვერ დაეწია, ამიტომ ჩვენთვის მიშელ მერსიე მაინც სამუდამოდ - "ანგელოზების მარკიზად" დარჩება .


image


შესაძლოა, რეჟისორებმა კინომაყვარულები ახალი ეკრანიზაციებით მომავალში კვლავ გაახარონ, თუმცა წიგნის ავტორები მათ უკვე სამწუხაროდ ვეღარ ნახავენ: ვსევოლოდი 1972 წელს კანადაში, სიმონა კი 2017 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა.





0
1396
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1396