საზოგადოება გიორგი კეკელიძე: ''...ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ..." 2022, 8 ივნისი, 14:51 ცოტა ხნის წინ გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: "ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის და თანადგომისთვის.დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დანებება გამოსავალი არ არის - უხეში წერტილია სიცოცხლის, ამ უცნაური და ზოგჯერ დამაბნეველი წინადადების. ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით." ასევე დასძინა, რომ პირად შეტყობინებებს ამ ეტაპზე ვერ უპასუხებს.
54 შეფასება არ არის
|