x
საღეჭი რეზინი და ჩვენი დროის ,,გუდრონი“
image

ზუსტად 168 წლის წინ ამერიკელმა ჯონ კერტისმა დააარსა საღეჭი რეზინის კომპანია. ფისისგან ამზადებდა და გემოს მისაცემად პარაფინის არომატიზატორები იყენებდა.თავიდან ყველაფერი კარგად წავიდა - სიახლემ ბაზრის დაპყრობა დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით საზოგადოებამ გააცნობიერა - როგორც გაირკვა, მეწარმეს არ შეეძლო ფისისგან მავნე მინარევების გამოყოფა, ამიტომ პროდუქტი ტოქსიკური იყო. რეზინის გაყიდვები დაეცა.

ცოტა მოგვიანებით, შეცდომა გამოსწორდა - გამომგონებელმა თომას ადამსმა წარმოადგინა რეზინის ხაზი და ასევე ავტომატური მანქანა მისი მასობრივი წარმოებისთვის.image

1928 წელს ბუღალტერმა ვალტერ დიმერმა გამოიგონა იდეალური ფორმულა - 20% რეზინი, 60% შაქარი (ან მისი შემცვლელი), 19% სიმინდის სიროფი და 1% არომატიზატორი.


ერთი სიტყვით, დასავლელი ბავშვები ძლიერად ტკბებოდნენ რბილი და უგემრიელესი საღეჭი რეზინებით, უზარმაზარ ბუშტებს ბერავდნენ და აგროვებდნენ მრავალფეროვან ლაინერებს.

ჩვენ საქართველოში ბავშვებს გაცილებით ნაკლებად გაგვიმართლა, გვქონდა საღეჭი რეზინი “გუდრონი“ გუდრონის არომატით და თანაც შავი ფერის, (ნავთობის გადამუშავების ნარჩენები) რომელიც ჩვენი ბავშვობის ჰიტი გახდა. ასეთ „საღეჭ რეზინს“ ვეძებდით სამშენებლო მოედნებთან ახლოს და შემდგომ რიგრიგობით ვღეჭავდით, არც კი ვიცოდით რომ ამრიგად, ორგანიზმს ვამარაგებდით ტოქსიკური ნივთიერებების მთელი არსენალით - ვანადიუმიდან ნიკელამდე.

ახლა ძალიან ძნელია იპოვოთ მოზარდი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დაუღეჭავს საღეჭი რეზინი და ძალიან ძნელია ვინმეს გაოცება მისი გემოთი და არომატით.image

0
125
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დევნოზაშვილი5
ნინო დევნოზაშვილი5
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0