x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
NASA-მ ანდრომედას გალაქტიკის შესახებ გასაოცარი სიახლე გამოაქვეყნა
NASA-მ (ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური კვლევების სააგენტო) ცოტა ხნის წინ საკუთარი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა გასაოცარი ფოტომასალა, რომელიც ინფრაწითელი კოსმოსური ტელესკოპით (WISE) არის გადაღებული.


ანდრომედას გალაქტიკა, რომელიც ჩვენგან 2, 5 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, ჩვენს სიახლოვეს მყოფი უდიდესი გალაქტიკაა. სწორედ ეს ორი გალაქტიკა - ჩვენი ირმის ნახტომი და ანდრომედას ნისლეული დომინირებენ გალაქტიკათა ლოკალურ, შედარებით მცირე ზომის ჯგუფზე.


NASA-ს მიერ გამოქვეყნებული მასალა ოთხფეროვან კომპოზიციას წარმოადგენს, რომელთა შესაქმნელად ტელესკოპის ყველა ინფრაწითელი დეტექტორი ჩართეს.


ლურჯი ფერი აღნიშნავს შორ ულტრაიისფერ ნათებას.



ყვითელი აღნიშნავს საშუალო ულტრაიისფერ ნათებას.


წითელი ულტრაიისფერი ნათების საზღვარს.


გალაქტიკის გული, რომელიც ხანდაზმული ვარსკვლავებისგან შედგება, ლურჯი ფერისაა, ხოლო ყვითელი და წითელი რგოლები აღწერენ მტვერს, რომლებიც ახალდაბადებული, მასიური ვარსკვლავების სინათლით არის გაჟღენთილი.


ანდრომედას გალაქტიკა და ჩვენი გალაქტიკა ერთმანეთს ეჯახებიან. მეცნიერების აზრით, შეჯახება 3, 9 მილიარდი წლის შემდეგ გარდაუვალია. არადა, წინათ ვარაუდობდნენ, რომ ეს მოვლენა 4, 5 მილიარდი წლის შემდეგ მოხდებოდა. მაგრამ Gaia-ს მისიამ მნიშვნელოვანი შესწორება შეიტანა ამ ვარაუდში.


ნასა

0
401
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0