x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
25 გასაოცარი ფაქტი შენი სხეულის შესახებ, რომელიც ჯერ არ იცი
ადამიანის პიროვნების მისი სხეულისგან გამოცალკევება შეუძლებელია. თითოეული ჩვენთაგანი 24 საათს ატარებს საკუთარ სხეულთან ერთად, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ რამდენ გასაოცარ საიდუმლოებას ინახავს ბუნების და ევოლუციის ეს საოცრება. ამ სტატიაში შევეცდებით, ამ საიდუმლოებების შესახებ მოგითხროთ.


1. ცხვირი და ყურები ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე ეზრდება


ამასთან ერთად, ყურები ადამიანს ყოველწლიურად მთელი 0, 22 მილიმეტრით ეზრდება. ეს 1, 5 სანტიმეტრზე მეტია 80 წლის ასაკამდე! მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ 97 წლის ადამიანს ცხვირი 0, 8 სანტიმეტრით გრძელი აქვს, ვიდრე 30 წლის ასაკში ჰქონდა. ასე რომ, პატარაცხვირიანებო, მოიცადეთ, თქვენი დროც მოვა!


2. ფეხის ცერა თითი ადამიანის წონის 40 % ზიდავს



ერთი თითისთვის ეს მეტისმეტი ხომ არ არის?


3. ყველა ნერვული დაბოლოების საერთო სიგრძე 780, 000 კილომეტრს შეადგენს


ეს მთვარემდე მანძილს ორჯერ და მეტჯერ აღემატება!


4. ენის ანაბეჭდი უნიკალურია


ენა


როგორც აღმოჩნდა, არამხოლოდ თითების უნიკალური ანაბეჭდი გვაქვს, არამედ ჩვენი ენის ანაბეჭდიც უნიკალურია. იგივე შეიძლება ითქვას ყურზეც. ნებისმიერ ადამიანს ყურის ნიჟარა უნიკალური ფორმის აქვს.


5. ყოველწლიურად ჩვენ საკუთარი კანის უჯრედების 3 კილოგრამს ვკარგავთ


ეს წუთში 30, 000 უჯრედია. კანი ერთი თვის მანძილზე მთლიანად ახლდება.


6. გული ადამიანს მარცხნივ კი არა, სხეულის შუაში აქვს


მიუხედავად იმისა, რომ გულის ძგერა მარცხნივ გვესმის, ეს ორგანო ჩვენი მკერდის ღრუს ცენტრში მდებარეობს.


7. კუჭის წვენს სამართებლის დაშლა შეუძლია


ყოველ შემთხვევაში, ლაბორატორიულად ეს დამტკიცებული ფაქტია. საკუთარი კუჭის წვენი ადამიანს კანზე რომ მოხვდეს, დამწვრობა გარანტირებული ექნებოდა. კუჭის კედელს მჟავა იმის გამო ვერ უქმნის დაფრთხეს, რომ ადამიანის სხეულის ეს ნაწილი გასაოცარი სისწრაფით განიცდის განახლებას. კუჭის კედლის უჯრედები გამუდმებით ახლდებიან და ამის გამო მჟავა მათ დაწვას ვერ ასწრებს.


8. ნეკა თითის გარეშე ადამიანის სხეული 50 %-ით უფრო სუსტია


რა პატარაა და მაინც რა მნიშვნელოვანი, არა?


9. ყველაზე მცირე კუნთი ადამიანის სხეულში სულ 3 მილიმეტრის ზომისაა


ეს კუნთი ყურში მდებარეობს და ის ყურს მაღალი სიხშირის ტალღებისგან იცავს.


10. საღეჭი კუნთი ადამიანის სხეულის უძლიერესი კუნთია


დიახ, ეს ასეა! საჭრელი კბილების გასწვრივ ყბის კუნთს 200 ნიუტონამდე შეუძლია განავითაროს, ხოლო პირის ღრუს სიღრმეში 700-დან 1000 ნიუტონამდე.


11. ადამიანი დილით 3 სანტიმეტრით უფრო მაღალია, ვიდრე საღამოს


რატომ? იმიტომ, რომ ხერხემლის შუაში არსებული დისკები წყლისგან შედგება. სიარულით და სხეულის დატვირთვით ეს დისკები იპრისება და მათში სითხე იკარგება. ხერხემალი ზომას კარგავს. დილისთვის კი დისკები ისევ წყლით არის სავსე და ჩვენც “ვიზრდებით.”


12. ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი ზომის უჯრედი კვერცხუჯრედია, ხოლო ყველაზე პატარა - სპერმატოზოიდი


ამის შემდეგაც იტყვით, რომ ზომას მნიშვნელობა არ აქვს?


13. ჩვენ საათში 1000 კილომეტრის სისწრაფით ვაცემინებთ


სწორედ ამ სისწრაფით გამოდევნის ფილტვი ბაქტერიებს, ვირუსებს და სხვა არასასურველ “სტუმრებს.” ანუ ვაცემინებ, მაშასადამე ვარსებობ.


14. ქალებს მამაკაცებზე მეტი გემოვნების ნერვი აქვთ


ქალი


სწორედ ამიტომ, ღვინო პირველ რიგში ქალმა უნდა გასინჯოს. ქალი სომელიე ყველაზე საუკეთესოა.


15. კლიტორზე ყველაზე მეტი ნერვული დაბოლოებაა


8000-მდე ნერვული დაბოლოება! ანუ პენისზე 2-ჯერ მეტი.


16. ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც გრძნობების ცვალებადობის შედეგად ტირის


ყოველ შემთხვევაში, მეცნიერებმა საპირისპირო ჯერ კიდევ ვერ დაამტკიცეს. სხვა არცერთი არსება ადამიანის გარდა არ ტირის ემოციური მიზეზებით.


17. ოფლი არ ყარს


ადამიანის ოფლი არ ყარს. ის მხოლოდ ბაქტერიული ზემოქმედებით გამოსცემს აუტანელ სუნს, როცა ბაქტერიები მას კარაქმჟავად გარდაქმნიან.


18. ქალებსაც აქვთ ტესტოსტერონი


ხოლო მამაკაცებს - ესტროგენი!


19. მთელი ცხოვრების მანძილზე თითოეული ჩვენთაგანი იმდენ ნერწყვს გამოვყოფთ, რომ ორი აუზის გავსება შეგვიძლია


და ეს მთელი 25, 000 ლიტრია.


20. ადამიანი საშუალოდ ცხოვრების 5 წელიწადს თვალების ხამხამში ატარებს


ამასთან ქალები თვალებს მამაკაცებზე უფრო ხშირად და სწრაფად ახამხამებენ.


21. გული წელიწადში 23 მილიონჯერ ძგერს


ვერაფერს დაამატებ, გასაოცარი რიცხვია.


22. ადამიანის პირში იმაზე მეტი ბაქტერია ბუდობს, ვიდრე დედამიწაზე ადამიანები ცხოვრობენ


10-წამიანი კოცნის დროს 80 მილიონი ბაქტერია გადადის ერთი ადამიანის პირის ღრუდან მეორეში.


23. ქერებს მეტი თმა აქვთ


ქერა


და ყოველწლიურად თმა 15 სანტიმეტრით იზრდება.


24. მამაკაცს კვერცხები ფეხებს შორის იმის გამო ჰკიდია, რომ სპერმატოზოიდები გაგრილდნენ


სპერმატოზოიდებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა სხეულის ტემპერატურაზე 1-2 გრადუსით ნაკლებია. ამიტომ სიგრილე აუცილებლობაა.


25. ადამიანის ფრჩხილი 25 მეტრს აღწევს ჩვენი სიცოცხლის მანძილზე


ამასთან ერთად ხელებზე ფრჩხილები 3-ჯერ უფრო სწრაფად გვეზრდება, ვიდრე ფეხებზე, ძირითადად სისხლის უკეთესი მიმოქცევის და მზის განათების წყალობით.

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0