x
image
არჩილ ვერულიძე
ბუდისტური მონასტერი "ვეფხვის ბუდე"

image
აღმოსავლეთ ჰიმალაის სამხრეთ საზღვარზე ინდოეთსა და ჩინეთს შორის მდებარეობს სამხრეთ აზიის პატარა სახელმწიფო - ბუტანის ბუდისტური სამეფო. ადგილობრივები სამშობლოს დრაკონის ქვეყანას უწოდებენ. რომელიც გამოსახულია ქვეყნის დროშაზე. სამეფო ცნობილია თავისი თვალწარმტაცი რელიეფით, ციხესიმაგრეებითა და ჰიმალაის მწვერვალებით. მაგრამ ტურისტებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს მონასტერი, რომელიც ცნობილია როგორც "ვეფხვის ბუდე." ეს უნიკალური ნაგებობა თითქოს კლდეზეა ჩამოკიდებული პაროს ხეობის ტყეებიდან სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე.

მეცნიერები თვლიან, რომ ამ ადგილებში პირველი დასახლებები 4 ათასი წლის წინ გაჩდნენ. თუმცა, ამ ფაქტის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამიტომ, ახლა ძნელია ერთმანეთისგან განვაცალკევოთ რეალური ისტორიული ფაქტები და ადგილობრივების მიერ გამოგონილი ლეგენდები.
image
მე-XVIII საუკუნის შუა ხანებში აქ გავრცელდა ბუდიზმი. 1616 წელს ბუტანის ნაწილები გაერთიანდა ერთ ქვეყანად. იყო მონღოლების თავდასხმის მცდელობები, შემდეგ ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც თითქმის ორასი წელი გაგრძელდა. 1949 წელს ბუტანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა გარკვეულ იზოლაციაში დანარჩენი ქვეყნებისგან. ამ იზოლაციის წყალობით ქვეყანას არც ერთ მსოფლიო ომში არ მიუღია მონაწილეობა. ჟურნალისტებისა და ტურისტებისთვის ბუტანი ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ 1974 წელს, გაეროში გაწევრიანების შემდეგ. 2002 წლამდე აქ ტელევიზია ოფიციალურად აკრძალული იყო. თუმცა, იქ ახლაც იშვიათად უყურებენ ტელეარხებს, ვიდეოფილმები გაცილებით პოპულარულია.
image
დროთა განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა თანდათან იზრდება, მაგრამ ადგილობრივები ტრადიციებს ინარჩუნებენ. ასე, მაგალითად, ყველა ატარებს ეროვნულ კოსტიუმს. თავის ქვეშევრდომების ჯამრთელობაზე მზრუნველმა მეფემ ქვეყანაში მოწევა აკრძალა. ბუტანის მკვიდრნი გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობითა და სხვებისადმი გახსნილობით. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მეფე თავის პირად მოვალეობად მიიჩნევს გააბედნიეროს ბუტანის ყველა მცხოვრები. ამ მიზნით ათი წელია არსებობს საყოველთაო ბედნიერების კომისია, სადაც ადამიანებს ყოველწლიურად ეკითხებიან ბედნიერები არიან თუ არა. თითქმის ყველა რესპონდენტი დადებით პასუხს იძლევა.
image
ბუტანის ეკონომიკაში მესამე ადგილი ტურიზმს უჭირავს. და სახელმწიფოს მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ვეფხვის მონასტერი.მასზე ასასვლელად სამი საათი უნდა იაროთ 45 გრადუსიანი კუთხით. დაახლოებით შუა მოგზაურობის დროს ადამიანებს ხშირად უჩნდებათ თავბრუსხვევა და ქოშინი. ამ შემთხვევისთვის საჭიროა სასმელი წყლის მარაგი. ამჟამად მონსატერში მხოლოდ რვა ადამიანი ცხოვრობს.
image
თითქოს, მონასტერში ფოტოების გადაღება აკრძალულია, თუმცა ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ტურისტების რამდენიმე ფოტოსურათი - მაგრამ მათი უმრავლესობა მონასტრის ფონზეა გადაღებული. მონასტერში შეგიძლიათ მედიტაციით დაკავდეთ - ამისათვის სპეციალური ოთახი არსებობს. მაგრამ ვეფხვის მონასტრის მთავარი მახასიათებელია მისი ფანტასტიკური მდებარეობა - პაწაწინა კიდეზე მაღლა, ჰიმალაის უძირო უფსკრუზე. რთული წარმოსადგენია, როგორ და ვის შეეძლო აქ აეშენებინა ეს საოცარი ტაძარი. ხედები, რომლებიც აქედან იშლება, ის, რაც მონასტრისკენ მიმავალ გზაზე შეგხვდებათ, შთამბეჭდავია სილამაზით, სიმშვიდით და ჰარმონიით.
image
მონასტრის სახელთან დაკავშირებით ორი ცნობილი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, გურუმ, რომელმაც ბუდიზმი ბუტანში შემოიტანა, შეძლო ამ ადგილამდე მიღწევა მფრინავი დემონ-ვეფხვის დახმარებით. მეორე ლეგენდა მოგვითხრობს იმპერატორის ყოფილ ცოლზე, რომელიც იმავე გურუს მოსწავლე გახდა, ვეფხვად გადაიქცა და მასწავლებელი ტიბეტიდან ბუტანში გადაიყვანა. ერთ-ერთ გამოქვაბულში გურუ ცხოვრობდა რვა რეინკარნაციის განმავლობაში, რის შემდეგაც ამ ადგილს წმინდად მიიჩნევენ.






0
116
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0