სხვა ველომრბოლელმა ფინიშის ხაზის გადაკვეთისას საკუთარი ცოლი გაიტანა(ვიდეო) 2022, 6 ივნისი, 20:22 ![]() ლუის კარლოს ჩიას დროც კი არ ჰქონდა, რომ ეზეიმა თავისი ტრიუმფი Vuelta Colombia-ის ყოველწლიური ველორბოლის მესამე ეტაპზე მოულოდნელი ავარიის გამო. ![]() ტელეკომენტატორებმა მაშინვე გააშუქეს შეტაკება. მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს, რომ ყვითელ მაისურში გამოწყობილი ველომრბოლელის მიერ ნოკაუტირებული ქალი მისივე ცოლი იყო. ![]() დაეცა ფინიშის ხაზს გაცდენილი ლუის კარლოსიც. დაშავებულ მამაკაცს ველოსიპედი მოაშორეს, ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, შემდეგ კი წამოდგომაში მიეხმარნენ, სპორტსმენი კოჭლობდა. ავარიამ სპორტმესნს ხელი არ შეუშალა, რათა განაგრძოს პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბრძოლა, რომელიც 1951 წლიდან ტარდება, ცნობილი "ტურ დე ფრანსის" მიბაძვით. ველომრბოლელის ცოლი კლაუდია, ყოფილი ველოსიპედისტია, რომელიც ახლა ფოტოგრაფობს, ქმართან ერთად მოგზაურობს და მის სპორტულ მიღწევებს აფიქსირებს. ![]() ![]() 1014 3-ს მოსწონს
|