x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
მაღაზიაში გასული ჩუსტებიანი სელენა გომესი თაყვანისმცემლებს არ მოეწონათ (ფოტო)
image

ვარსკვლავი, რომელსაც ყოველთვის უყვარს ეპატაჟური სამოსის ჩაცმა, ამჯერად ქუჩაში ისეთი ჩაცმული გავიდა, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო.



ბოლო პერიოდში სელენა გომესი მხოლოდ პაპარაცების გადაღებულ ფოტოებში თუ ჩანს, რადგან მომღერალი ერიდება სხვადასხვა ბომონდურ ღონისძიებებზე დასწრებას.


რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავი პაპარაცებმა მალიბუს ქუჩებში გამოიჭირეს, რა დროსაც მისი ცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია.



ამერიკელი ვარსკვლავი, როგორც რიგითი ჩვეულებრივი ქალაქელი, სუპერმარკეტში წავიდა სურსათის საყიდლად.


პურის საყიდლად გამოსული მომღერალს ეცვა თეთრი ფართხუნა ჯოგერები, ზემოდან ორი ზომით დიდი გრძელი ჟაკეტი ჰქონდა მოცმული, ფეხზე კი შავი ღია ჩუსტები ეცვა.


თუმცა, ვარსკვლავის გულშემატკივრები გარკვეულწილად იმედგაცრუებულნი იყვნენ თავიანთი კუმირის ასეთი გარეგნობით, რადგან ისინი მიჩვეულნი არიან არტისტის ელეგანტურ და ექსტრავაგანტურ ფოტოებს, თუმცა ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ცნობადი და უცნობი ჩვეულებრივი მიწიერი რუდუნებით არის დაკავებული და ისეთივე ყოველდღიური ყოფითი იმიჯი გასაკვირი არ უნდა იყოს.

image

ამერიკელი მსახიობი და მომღერლის სელენა გომესის კარიერა 2000-იანების პირველ ნახევარში იწყება, თავიდან საზოგადოებამ იგი გაიცნო როგორც მსახიობი დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“. ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი, “ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა, “ „რამონა და ბიზუსი, “ „მონტე–კარლო.“



წარმატებული გამოდგა სელენას მუსიკალური კარიერაც 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene, “ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell, “ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“

შემდეგ სელენამ უკვე როგორც სოლო შემსრულებელმა გამოუვა კიდევ სამი ალბომი, ბოლო "Rare" 2020 წელს გამოვიდა, რომელიც მსოფლიოს 11 ქვეყნის ჰიტ-აღლუმს ჩაუდგა სათავეში.განსაკუთრებით პოპულარული გახდა ალბომიდან სიმღერა ალბომიდან Lose You to Love Me.


2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.


როგორც ცნობილია სელენა ცნობილი დაავადებით, სისტემური წითელი მგლურათი(მჭამელათი) იტანჯებოდა. სიცოცხლის გადასარჩენად, მას თირკმლის გადანერგვის ოპერაცია დასჭირდა.მისი დონორი სელენას მეგობარი ფრანცია რაისი, გახდა. ფრანციამ მეგობარს საკუთარი თირკმელი დაუთმო.



0
347
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0