x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134336
  • ვიდეო:352417
  • სურათი:508417
ჰიურემის მეთოდი: როგორ იცავდნენ თავს ჰარემში არასასურველი ორსულობისგან

image


გავრცელებული აზრის მიუხედავად, ჰარემიდან ყველა გოგონას დაორსულებისა და შვილების გაჩენის უფლება არ ჰქონდა. მაშ, ასეთ შემთხვევებში როგორ იცავდენ თავს ქალები? სულთნის ჰარამხანაში ბავშვების გაჩენა მკაცრად კონტროლდებოდა - არ იფიქროთ, რომ იქ ნებისმიერ ორსულობას აღფრთოვანებით ხვდებოდნენ.


image


დიახ, სულთანი ცდილობდა სხვადასხვა ქალისგან რაც შეიძლება მეტი შთამომავალი ჰყოლოდა, მაგრამ ზოგჯერ მათი რაოდენობა საგრძნობლად იზრდებოდა ან ზოიერთი გოგონა ჰარემში ამ მიზნებისთვის სულაც არ იმყოფებოდა, თუმცა სულთანს შეიძლებოდა რომ სწორედ ასეთი გოგონა მოსწონებოდა, რომელსაც მისი ბრძანებისთვის უარის თქმა კატეგორიულად ეკრძალებოდა.

image


სწორედ აქ დადგა კონტრაცეფციის საკითხიც. თავად სულთან სულეიმანის დროსაც კი, გოგონებს არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის (ცდებისა და შეცდომების გზით) უკვე რამდენიმე მეთოდიც კი ჰქონდათ შემუშავებული.


image


ყველაზე ხშირად ისინი სხვადასხვა ბალახის ნახარშსს, მაგალითად, შვიტას, აბზინდას, ზაფრანასა და პიტნის ნაყენს იყენებდნენ, რომელსაც აბორტის ეფექტი ჰქონდა. მეორე მეთოდი ბროწეულისა და ციტრუსების წვენით ან ძმრით - საშოს კედლების გამორეცხვა გახლდათ, ვინაიდან გოგონებმა ბრწყინვალედ იცოდნენ რომ სპერმატოზოიდები მჟავე გარემოს ძნელად იტანენ.

image


ხარჭები "საკრამენტული წესის" დაწყებამდე (თითოეულ მათგანს სულთანთან სიახლოვის შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ, ამიტომ მათ მოსამზადებლად დრო საკმარისზე მეტი ჰქონდათ) საშოს კედრისა და ზეითუნის ზეთით იმუშავებდნენ.


image


ზოგიერთი გოგონა სხვადასხვა ბალახისა და ხის ქერქის ნახარშში გაჟღენთილ, ბამბისა და ბროწეულის რბილობისაგან დამზადებულ ერთგვარ ტამპონს იყენებდა. ღირს იმის თქმაც, რომ ყველა ეს მეთოდი განსაკუთრებული საიმედოობითა და ეფექტურობით არ გამოირჩეოდა. ასეთ შემთხვევებში კი, გოგონები უკვე აბორტის გასაკეთებლად მიეშურებოდნენ, რომელიც ანტიდილუვიური, მტკივნეული და ქალის ორგანიზმისთვის ზიანისა და უსიამოვნების გარდა სხვა არაფრის მომტანი არ იყო.




0
500
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
500