x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
მეცნიერი გვთავაზობს მთელი პლანეტის კოსმოსურ ხომალდად გამოყენებას, რათა სხვა ვარსკვლავურ სისტემებში ვიმოგზაუროთ
სინათლის სიჩქარითაც კი, უახლოეს ვარსკვლავურ სისტემამდე მისასვლელად ოთხ წელზე მეტი დრო დაგვჭირდება და სრულიად ზედმეტია იმის თქმა, რომ მზის სისტემიდან კოსმოსური ხომალდის გამოყენებით თავის დაღწევა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ამის გაკეთება, მაგრამ ასტრობიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანახმად, რომლის ტირაჟირება Universe Today-მ მოახდინა, მოწინავე ცივილიზაციას არც მეტი და არც ნაკლები, მთელი პლანეტის გიგანტურ კოსმოსურ ხომალდად გამოყენება შეუძლია.


სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ჰიუსტონის სათემო კოლეჯის პროფესორის, ირინა რომანოვსკაიას აზრით, მთელი პლანეტა შეიძლება გადაიქცეს სამაშველო ნავად, რომელიც სუპერგანვითარებულ ცივილიზაციას შესაძლებლობას მისცემს, დატოვოს თავისი ძველი მასპინძელი ვარსკვლავი.


„მე ვამბობ, რომ არამიწიერ ცივილიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ კოსმოსში თავისუფლად მცურავი პლანეტები, როგორც ვარსკვლავთშორისი ტრანსპორტი უცხო პლანეტარულ სისტემებამდე მისაღწევად, შესასწავლად და ამ სისტემების კოლონიზაციისთვის“, - წერს რომანოვსკაია.


ბუნებამ ეს შეიძლება უკვე უნებლიედ გააკეთა კიდეც, კოსმოსში მოხეტიალე პლანეტების გატყორცნის შედეგად, იმ პლანეტების, რომლებსაც არ გააჩნიათ დედა ვარსკვლავი, მაგრამ გააჩნიათ თბილი ოკეანეები.



რომანოვსკაია ამბობს, რომ რომელიმე ასეთი სამყაროს შეუძლია უზრუნველყოს ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი ხანგრძლივი მოგზაურობისთვის უცხო ვარსკვლავებამდე.


„კოსმოსში თავისუფლად მოხეტიალე პლანეტებს შეუძლიათ უზრუნველყონ ზედაპირის მუდმივი გრავიტაცია, დიდი რაოდენობით სივრცე და რესურსები“, - ამტკიცებს მეცნიერი. „მოხეტიალე პლანეტებს, ზედაპირული და მიწისქვეშა ოკეანეებით შეუძლიათ უზრუნველყონ წყლის, როგორც აუცილებელი რესურსის და კოსმოსური რადიაციისგან ჩვენი დაცვის არსებობა."


თუ რომელიმე ასეთი პლანეტა საცხოვრებლად უვარგისია, ასტრონომიის პროფესორი ვარაუდობს, რომ მოწინავე ცივილიზაციებს უკვე აქვთ შემუშავებული ტექნოლოგიები, როგორიცაა შერწყმის რეაქტორები, რათა ისინი საცხოვრებლად კომფორტული გახადონ.


რომანოვსკაიას აზრით, ერთ მშვენიერ დღეს გაქცევის საშუალებად შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი ობიექტები, როგორიცაა მაგ. სედნა - ჯუჯა პლანეტა ექსცენტრიული ორბიტით ჩვენს ღრმა მზის სისტემაში.


თუმცა, ერთ-ერთი პოტენციური პრობლემა მოხეტიალე პლანეტით გასეირნებისას არის ის, რომ მის ბირთვს შეიძლება ამოეწუროს სითბო და საბოლოოდ „ვერ შეინარჩუნოს თხევადი წყლის ოკეანეები, თუ იქ ასეთი ოკეანეები არსებობს“, - წერს რომანოვსკაია.


„ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ მოხეტიალე პლანეტები მუდმივ სახლებად აქციონ, არამიწიერი ცივილიზაციები გამოიყენებენ მათ, როგორც ვარსკვლავთშორის ტრანსპორტს სხვა პლანეტარულ სისტემებამდე მისაღწევად“, - ასკვნის რომანოვსკაია.


თეორია ასევე აჩენს დამაინტრიგებელ შესაძლებლობას, რომ SETI-ის მკვლევარებმა სცადონ უცხო ცივილიზაციის აღმოჩენა, რომელიც პლანეტას სატრანსპორტო მოწყობილობად იყენებს.


„მე გთავაზობთ შესაძლო ტექნიკურ მარკერებს და არტეფაქტებს, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას არამიწიერი ცივილიზაციების მიერ, რომლებიც იყენებენ თავისუფლად მცურავ პლანეტებს ვარსკვლავთშორისი მიგრაციისთვის და ვარსკვლავთშორისი კოლონიზაციისთვის, ასევე სტრატეგიებს მათი ტექნოხელწერებისა და არტეფაქტების მოსაძიებლად“, - წერს რომანოვსკაია.


ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის შესაძლებელი გახდება ცივილიზაციისთვის თვალის დევნება მისი "დიდი გაქცევის" დროს - და შესაძლოა ამის მეშვეობით ვისწავლოთ სტრატეგიები, იმ შემთხვევისთვის, თუ მზე საფრთხეს შეუქმნის დედამიწას შორეულ მომავალში სასიკვდილო წითელ გიგანტად გადაქცევით.


სედნა

0
222
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0