x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ტაილანდში რუსი მოდელი ორგიის დროს მე-8 სართულიდან გადმოვარდა ან გადმოაგდეს
image

ევგენია სმირნოვა გარდაიცვალა ფხუკეტში. ტრაგედიის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ ორი უცხოელი და ერთი რუსი ქალი დააკავა.


ელიტარული სახლის ეზოში სლავური გარეგნობის ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი აღმოჩნდა 37 წლის ზრდასრულთა საიტის ვებ-კამერის მოდელი .

image


ევგენია სმირნოვა აივნიდან ჩამოვარდნის შედეგად მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ქალს მარჯვენა ხელში თმის ბღუჯა ეჭირა. გვამი ექსპერტიზაზე გადააგზავნეს. ახლა ექსპერტიზა არკვევს, თუ ვის ეკუთვნის თმა, რომელიც გარდაცვლილს ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული, შესაძლოა სწორედ მან გადააგდო გოგონა აივნიდამ, თუმცა გამოძიება არც უბედურ შემთხვევას გამორიცხავს, რადგან აივნის ძელი საკმაოდ დაბალზეა, განსაკუთრებით საშუალო სტატისტიკური ევროპელისათვის.

image

პოლიციამ დაადგინა, რომ მე-8 სართულის აივნის კარი, საიდანაც რუსი ქალი გადმოვარდა, ღია იყო, მაგიდაზე კი ალკოჰოლის ბოთლები და ჭიქები ეყარა. საწოლთან პრეზერვატივების შეკვრა იპოვეს. ერთი გახსნილი იყო. ბინაში ასევე აღმოჩინეს ნარკოტიკული საშუალება: ერთ გრამზე მეტი გამომშრალი კანაფი.

image

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ აქ სექს-წვეულება გაიმართა. პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც იმავე ბინაში იმყოფებოდნენ, საიდანაც მოდელი გადავარდა. 35 წლის რუსი ქალბატონი ნატალია კოსენკოვა, 38 წლის ამერიკელი ჯამაალ ანტოაუნ სმიტი და 28 წლის იორდანელი აჰმად რადი მუსტაფა ალატუმი. მათმა ჩვენებამ, წესით ნათელი უნდა მოჰფინოს მომხდარს.

image

პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, უბედური შემთხვევა მოხდა თუ ეს იყო მკვლელობა. იორდანელი ითვლება მთავარ ეჭვმიტანილად. მამაკაცი აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა ქვეყნიდან გასვლას ცდილობდა.

image

0
789
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
789
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0