x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
საოცარი მეგალიტები ვიჯაიანაგარის იმპერიის უძველესი და დიდებული დედაქალაქის ნანგრევებში

image
პატარა სოფელი ჰამპი სავსეა უძველესი ძეგლებითა და იდუმალი მეგალიტებით. ის ტოლს არ დაუდებს უფრო ცნობილ ტურისტულ ცენტრებსაც კი. სწორედ აქ, კარნატაკას შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ნახავთ ოდესღაც დიდებული ვიჯაიანაგარის იმპერიის ცნობილ ნანგრევებს, რომლის მმართველებმა XIV-XVI სს. დაიპყრეს ინდოსტანის ნახევარკუნძულის მიწები, რომელიც გადაჭიმული იყო მდინარე კრიშნას სამხრეთით.
image
სამწუხაროდ, 1616 წელს ინდუისტური სახელმწიფო დაეცა და დიდებული დედაქალაქი "გამარჯვების ქალაქი" ვიჯაიანაგარი ნანგრევებად გადაიქცა.

ჰამპის მიდამოებში საოცარი პეიზაჟებია. ერთის მხრივ, უძველესი დედაქალაქი დაცულია წმინდა მდინარე ტუნგაბჰადრათი, მეორე მხრივ - უზარმაზარი ქვების გროვით. საინტერესოა, რომ ბევრი ლოდი არა მხოლოდ მიმოფანტულია ტერიტორიის გარშემო, არამედ განლაგებულია ფანტასტიკური კომპოზიციების სახით.
image
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს აქ თვით გულივერი ერთობოდა უზარმაზარი ლოდებით, ზღაპრულ სახლებს აშენებდა 15 მეტრიანი რიყის ქვებისგან.
image
ზოგიერთი უზარმაზარი მეგალითი კოშკების სახით ერთმანეთზეა დალაგებული, სხვები უფრო პატარა ქვებისგან შექმნილ სადგომებზეა დალაგებული. აქვე არის „მრგვალი მაგიდა“ – უჩვეულოდ პროპორციული ფორმის მონოლითი. ლეგენდის თანახმად, ეს კვარცხლბეკი მითიური მეფის, ღმერთ გარუდას "ასაფრენ პლატფორმას" წარმოადგენდა.
image
ასეთი წარმოუდგენელი ქვის სამეფოს შუაგულში, თუნდაც მცირე ზომისგან, გადარჩენილი ტაძრები შორიდან სათამაშოებს ჰგავს.

ინდუისტური ლეგენდების მიხედვით, მეგალიტები აქ მაიმუნისმაგვარმა ღვთაებამ ჰანუმანმა მოიტანა.
image
მეცნიერთა აზრით, ქვების გაფანტვა წარმოიშვა ვულკანური ქანების საშინელი ამოფრქვევის შედეგად. ამ რაოდენობის სამშენებლო მასალის არსებობამ ვიჯაიანაგარის იმპერიის არქიტექტორებს საშუალება მისცა აქ აეგოთ ბევრი საინტერესო ნაგებობა.
image
ჰამპის მიდამოებში შემორჩენილია გამოუყენებელი გახლეჩილი ლოდები თანაბარი კიდეებით და ხელის იარაღების კვალით. უნიკალური ნანგრევების საერთო ფართობი 26 კმ²-ზე მეტია.
image
ჰამპის "სამეფო ცენტრში" არის ლოტუსის სასახლე, ხაზარ რამის ტაძარი, სპილოების არენა და სამეფო აბანო. ადგილობრივ მუზეუმს აქვს მრავალი შესანიშნავი უძველესი ქანდაკება.

ჰამპის კიდევ ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა ვირუპაკშას ტაძარი, რომლის ისტორიაც მე-XVII საუკუნიდან იწყება.
image
მუსლიმთა შემოსევის დროს სალოცავი ძლიერ დაზიანდა, მაგრამ მე-XIX საუკუნეში იგი აღადგინეს, ჭერი ხელმეორედ მოხატეს და მშვენიერი კარიბჭის კოშკი (გოპურა) აღადგინეს.







6
78
3-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
78
  
2022, 5 ივნისი, 16:04
მაგოტომაც დადის ბევრი ლეგენდა, თითქოს არ იყოს ადამიანის ხელით განები.
2022, 5 ივნისი, 15:55
ფიზიკური ძალა მესმის ბატონო არჩილ, ტექნოლოგიურადაა საოცრება ამისი აგება იმ ეპოქაში.
2022, 5 ივნისი, 15:37
მონების გამოყენებით, სავარაუდო...
2022, 5 ივნისი, 15:22
ინჟინერული თვალსაზრისით დღვანდელი გადასახედიდანაც კი წარმოუდგენლად ტიტანური შრომაა ჩადებული და ამას როგორ ახერხებდნენ ესაა გამოცანა.
2022, 5 ივნისი, 15:12
იმიტომაცაა საოცარი, რომ ტექნიკის არარსებობის პერიოდში ქმნიდნენ. კოლოსალური ცოცხალი ძალის გამოყენებით.
2022, 5 ივნისი, 14:41
საოცარია, პრაქტიკულად ტექნიკის არარსებობის პირობებში ასეთ შდევრებს როგორ ქმნიდნენ?
0 1 6