x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
Fox News: ჩინეთს ერთი გადაწყვეტილებით შეუძლია ამერიკა იარაღის გარეშე დატოვოს
image
თუ ჩინეთი გადაწყვეტს შეაჩეროს იშვიათი მიწიერი მინერალების მიწოდება შეერთებული შტატებისთვის, მაშინ, ამერიკელი სამხედროები იარაღის გარეშე დარჩებიან, წერს Fox News.


"ამ რესურსის გარეშე თვითმფრინავები შეწყვეტენ ფრენას, ტანკები გაჩერდებიან და სამხედროებს შესაძლოა კომუნიკაციის პრობლემები შეექმნათ.“ - ნათქვამია გამოცემაში.


როგორც გამოცემაშია ხაზგასმული, ჩინეთი აკონტროლებს წიაღისეულის მსოფლიო მარაგის თითქმის 90 პროცენტს, ხოლო, თავად შეერთებულ შტატებში ამ მასალების წარმოება და მოპოვება შეზღუდულია მკაცრი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამო.


ამ მასალისგან მზადდება ამერიკული F-35 საბრძოლო თვითმფრინავები, M1Abrams-ის ტანკები, "მიწა-ჰაერის" რაკეტები. პეკინის მონოპოლია იშვიათი დედამიწის წიაღისეულზე საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას.
თავის მხრივ, სენატორმა ტომ კოტონმა გააფრთხილა, რომ პენტაგონის რეზერვები მაქსიმუმ ერთი წელი გაგრძელდება.



მანამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის მიმართ აშშ-ს პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომ აშშ ჩინეთს განიხილავს როგორც "ყველაზე სერიოზულ გრძელვადიან გამოწვევას" საერთაშორისო წესრიგისთვის. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება სტატუს-ქვოს ნებისმიერ ცალმხრივ ცვლილებას. ასევე, აგრძელებს ტაივანის დახმარებას თავდაცვითი შესაძლებლობების საკმარისი დონის შენარჩუნებისთვის.


1
326
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
326
  
2022, 15 ივლისი, 17:30
ფოქს ნიუსი დიდი ხანია სისულელეებს წერს, რას ამბობ ჩინეთის გარდა ვერ იშოვიან ვერსად :) თან რას, ისიც კი არ წერია სტატიაში :)
0 1 1