x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მეგან ფოქსმა აღიარა, რომ ის და მისი საქმრო ერთმანეთის სისხლს სვამენ
image
მსახიობმა დაამატა, რომ უყვარს ეზოთერიკა და რიტუალური მიზნებისთვის სისხლის რამდენიმე წვეთს იყენებს.


ცოტა ხნის წინ, მსახიობმა მეგან ფოქსმა გამოაცხადა ნიშნობა თავის 32 წლის საყვარელთან, მუსიკოსთან Machine Gun Kelly- თან, რომლის ნამდვილი სახელია კოლსონ ბეიკერი. მან ინსტაგრამზე გააკეთა შოკისმომგვრელი განცხადება, რომ მან და მისმა მომავალმა ქმარმა "ერთმანეთის სისხლი დალიეს" საზეიმო მოვლენის აღსანიშნავად.



image


Glamour UK-თან ბოლო ინტერვიუში ფოქსმა განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ რამდენიმე წვეთი სისხლი. მსახიობის თქმით, ის უფრო აკონტროლებს თავს ასეთ საკითხებში, რადგან, უყვარს ეზოთერიკა, ასტროლოგია, მედიტაციას ეწევა სავსე მთვარეზე და ახალმთვარეზე სხვადასხვა რიტუალს ასრულებს.



"ხალხს გონია, თითქოს ჩვენ ჭიქებით ვსვამთ ერთმანეთის სისხლს, როგორც"სამეფო კარის თამაშებშია". მაგრამ ეს სულ რამდენიმე წვეთი იყო. მაგრამ დიახ, ჩვენ ხანდახან ერთმანეთის სისხლს ვსვამთ, მხოლოდ რიტუალური მიზნებისთვის."- განმარტა მეგან ფოქსმა.



image



მსახიობის თქმით, კელი არის ძალიან ემოციური, გრძნობების შეტევისას, ფაქტიურად "მზადაა გატეხილი მინით მკერდი გაიჭრას და თქვას: "აიღე ჩემი სული". სინამდვილეში კი ცნობილმა ადამიანმა უარყოფითად უპასუხა, მაგრამ დაამატა, რომ კელის მხრიდან „მკერდის მოჭრის“ მსგავსი წინადადებები არაერთხელ გაისმა.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში რეპერმა კელიმ მეგან ფოქსს ხელი სთხოვა. ცალ მუხლზე დაეშვა და 35 წლის მსახიობს ხელზე ზურმუხტისა და ბრილიანტის ბეჭედი გაუკეთა. მოგვიანებით ფოქსმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ ნიშნობის შემდეგ მან და მისმა საქმრომ ერთმანეთის სისხლი დალია.

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0