x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
შაკირა და პიკე დაშორდნენ, ნახეთ - რა განცხადებას ავრცელებენ ისინი

image

მადრიდი (AP) - კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავი შაკირა და მისი პარტნიორი, ესპანელი ფეხბურთელი ჟერარ პიკე, ერთმანეთს შორდებიან, ნათქვამია წყვილის მიერ შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


"ვადასტურებთ ინფორმაციას დაშორების შესახებ. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, რომლებიც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, გთხოვთ პატივი სცეთ ჩვენს კონფიდენციალურობას. მადლობა გაგებისთვის"- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.


45 წლის შაკირამ ბარსელონას მცველი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის -"ვაკა ვაკას" (ამჯერად აფრიკის) რეკლამირების დროს გაიცნო. წყვილს ორი შვილი ჰყავს, საშა და მილანი.


ბოლო დღეებში, ესპანურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 11-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მათი ცნობით, ამჟამად პიკე ბარსელონაში მარტო ცხოვრობდა.



image

0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0