x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"სრული სოლიდარობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს"- შალვა ნათელაშვილი

image

შალვა ნათელაშვილი სოლიდარობას უცხადებს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.


მოგეხსენებათ, თბილისის ივანე ჯავახიშვილსი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი აქციას მართავს და რექტორთან შეხვედრას ითხოვს იმის გამო, რომ სწავლა გაგრძელდეს წლის ბოლომდე ჰიბრიდულ რეჟიმში და თითოეულ მოსწავლეს მიეცეს იმის უფლება, რომ ისწავლოს ისე, როგორც მათ შეუძლიათ და აქვთ ამის საშუალება.


სტუნდენტები აცხადებენ, რომ თბილისში ბინების საგრძნობლად გაძვირების ფონზე, ქირის გადახდასა და დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.


რაც შეეხება უნივერსიტეტის პოზიციას, თსუ აცხადებს, რომ დისტანციური სწავლება ვერ უზრუნველყოფს განათლების იმ დონეს, რისი მიღებაც სტუდენტებს აუდიტორიებში შეუძლიათ და არ აპირებს ონლაინ ან/და ჰიბრიდული სწავლების დანერგვას.

ამ ფაქტს ეხმიანება მის სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი და წერს:



"სრული სოლიდარობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს რომლებიც სავსებით სამართლიანად ითხოვენ უბინაობის გამო გამოცდების ონლაინის წესით ჩაბარებას, ან ხელისუფლებამ კეთილი ინებოს, უარი თქვას ჯიპების ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის საწვავით უზრუნველყოფაზე და ამ თანხით ეს თვეები ბინა უქირაოს სტუდენტებს."


image

1
111
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
111
  
0 1 1