x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"ვერ მივაგენი, თორემ შეიძლება მომეკლა..." - რა გაიხსენა მერაბ სეფაშვილმა?

image

"რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემაში "სხვა კითხვები ნიკოლოზისგან" სტუმრად მიწვეული იყო მერაბ სეფაშვილი. კითხვაზე, თუ რომელმა ჭორმა გააღიზიანა ყველაზე მეტად, რაც დღემდე ახსოვს და არ ავიწყდება, მერაბ სეფაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:


"უამრავი ჭორი იყო, ბევრ რამესთან დაკავშირებული, მაგრამ ყველაზე მეტად რამ გადამრია იცი? მე იმას არ ვიძახი, ქალებთან და ცოლებთან დაკავშირებულს.


ქუთაისში ვართ, სტადიონზე გვქონდა კონცერტი და ყველაზე ცუდი ჭორი რა შეიძლება მოიგონო ადამიანმა? - ურეკავენ ჩემთან სახლში, რომ ავარია მოხდა, ჩემი თვალით ვნახე, რომ მერაბ სეფაშვილი გარდაიცვალაო.


წარმოიდგინე, რა დაემართებოდათ ჩემებს ამის გაგონებაზე.



ვერ მივაგენი ამ ადამიანს, თორე შეიძლებოდა მართლა მომეკლა. ხო შეიძლება ადამიანი მოკლა ასე?


ეს დღე მახსოვს გველის ნაკბენივით და მიჭირს დავიწყება"...



image

0
391
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0