x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რეჟიმი სანამ არ გამოიცვლება, ეგ ბოროტი ნაშა იბლატავებს" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი კულტურის მინისტრის მიერ ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და თეა წულუკიანის აღნიშნულ გადაწვეტილებას მთელ რიგი მიზეზებით ხსნის:


"ვინც წულუკიანზე კაი ტიპია, ვინც წულუკიანზე უკეთესი პროფესიონალია, ვინც წულუკიანზე მაღალია, ვინც წულუკიანზე ლამაზია, ვინც წულუკიანზე მეტად უყვართ, ვინც წულუკიანზე ბედნიერია, ვინც წულუკიანზე ჭკვიანია, ვისაც წულუკიანზე მეტ პატივს სცემენ, ვინც წულუკიანზე მხიარულია - ყველას დახსნის და შეეგუეთ.


რეჟიმი სანამ არ გამოიცვლება, ეგ ბოროტი ნაშა იბლატავებს." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.


შეგახსენებთ, რომ მინისტრმა ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე ადამიანი გაათავისუფლა, მოტივად კი რეორგანიზაცია დაასახელა. მუზეუმის გათავისუფლებული თანამშრომლები დავის დაწყებას აპირებენ და აცხადებენ, რომ წულუკიანი თავიდან მისთვის არასასურველ კადრებს იშორებს.


ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ეროვნული მუზეუმის შენობაში გამართულ ღონისძიებაზე შესვლის უფლება მის აწ უკვე ყოფილ თანამშრომელს, ისტორიკოსს, იულონ გაგოშიძესაც კი არ მისცეს, რომელმაც მის კედლებში 64 წელი გაატარა.






0
976
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
976