x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ჩემი დათუნას გარდაცვალების შემდეგ მისმა ძაღლმა 10 დღეღა იცოცხლა" - გრიშა ონიანი

image

საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარემ გრიშა ონიანმა გია ჯაჯანიძის საავტორო გადაცემა "სხვა რაკურსში" სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ თავის ტრაგიკულად დაღუპულ შვილზე და მის ძაღლზე, რომელიც დარდისგან მოკვდა.



"ძაღლი ყავდა დათუნას სენბერნარი, მოსკოვიდან ჩამოვუყვანე, რომ გარდაიცვალა მარტყოფში ვცხოვრობდით მაშინ, ხან იქ ვიყავით ხან აქ, გავაგზავნე მანქანა და ჩამოვიყვანე ძაღლი დათუნასთან, რომ ჩამოვიდა სადარბაზო სავსე იყო ხალხით, ყველამ იცოდა, რომ დათუნას ძაღლი იყო და უთმობდა გზას, არ დაუყეფია, არც ხმა ამოუღია, ავიდა, შევიდა ოთახში, სადაც გვირგვინები იყო, მიუწვა, არც საჭმელი ჭამა, არც სასმელი, არაფერი, 10 დღე იცოცხლა, საფლავზეც დარჩა. მე და ჩემი ცოლი ღამესაც იქ ვათევდით, ცეცხლს ვანთებდით და ისიც იქ იყო, რა ხორცები და რა არ მივუტანე, არაფერს პირი არ დაადო, ეტყობა დასუსტდა, ინერვიულა და რომ ავედი საღამოს ძაღლი აღარ იყო.ვეძახე, იქეთ აქეთ, ვერაფრით გავაგონე, ვეძებე მეორე დღეს, მესამე დღეს... მერე მთელი სოფელი გამოვიდა საძებნად, მთელი მარტყოფი, გარშემო ტყეები მოვიარეთ, ყველა ბუჩქი ვნახეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ...ძაღლი, როდესაც სიკვდილს აპირებს იკარგება..ასე დამეკარგა დათუნაც და ძაღლიც"-განაცხადა გრიშა ონიანმა.


გრიშა ონიანს შვილი, 14 წლის დათუნა 1979 წელს ტრაგიკულად დაეღუპა, ახლობლის ოჯახში შემთხვევით გასროლილი იარაღით.


image

"მე ზამთრის საძოვრებზე ვმუშაობდი და წლების განმავლობაში იქ ვიყავი, ვერ ვიცლიდი, რომ ბავშვებისთვის მედევნა. ჩვენი ერთი მეზობელი იყო, რომელსაც პირველ სართულზე ჰქონდა მაღაზია, ამ ბავშვებს ყოველთვის უყვარდათ სუსნაობა. ჩემი დათუნას ტოლი ბიჭი ჰყავდა, ერთად იზრდებოდნენ და როგორც მათ ოჯახში ისე ჩვენ ოჯახში მათთვის გაყოფილი ლუკმა არ არსებობდა. ადრე მონადირე ყოფილა ეს კაცი და იარაღები ჰქონია სახლში. გამოიღეს ამ ბავშვმა ეს იარაღი და მოხდა ის, რაც მოხდა... მაშინ პროკურატურა იყო, მილიცია იყო და ვინ ჩაგახედებდა საქმეში. ბავშვს 7 თუ 8 წელიწადი მისცეს და მამას 4 წელიწადი მიუსაჯეს. მე არ მიჩივლია, ორჯერ ავდექი სასამართლოზე და ვთქვი, ერთ-ერთი მიანც გამოუშვით სახლში მეთქი. ხომ შეიძლებოდა ჩემს შვილს გავარდნოდა იარაღი....ეს ოჯახის ამოწყვეტა რაღა იყო, ვინ რჩებოდა ოჯახში? აი ასეთი უბედურება დამემართა და დავიღუპე....სულ მეგონა, რომ ცეცხლის ალში ვიყავი გახვეული. მესიზმრებოდა, რომ იწვოდა ჩვენი სახლი..."-ასე გაიხსენა გრიშა ონიანმა ეს ტრაგიკული ეპიზოდი მანამდე გადაცემა "ფარულ კონვერტში"


0
368
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0