x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეგვიპტის ფარაონები და უცხოპლანეტელები

ითვლება, რომ ეგვიპტური ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწაზე მარსიდან ჩამოვიდნე. ამ ჰიპოთეზის ავტორებს, მთავარ მტკიცებულებად მარსზე აღმოჩენილი პირამიდები და სფინქსის სახე მოჰყავთ, რომელიც ეგვიპტეში არსებული პირამიდების და ქანდაკების ასლია. თუმცა, შესაძლებელია, მათი პირველადი სამშობლო, მარსი არც ყოფილიყო...


image


გარდა ამისა, ამერიკელმა გენეტიკოსებმა, ფარაონების მუმიების ხანგრძლივი კვლევების შემდეგ, ახალი თეორია გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ძველი მმართველების ძვლის ქსოვილებში ისეთი ელემენტი (გენი CXPAC-5) აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწელებისთვის დამახასიათებელი არ არის და აღნიშნული ანომალია, ფარაონების 90% არის დამახასიათებელი. ხოლო, თუ თანამედროვე ეგვიპტელებს შორის, ფარაონების შთამომავლები არიან, იმის ალბათობაც არსებობს, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტური წარმომავლობის ადამიანები ცხოვრობენ.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეგვიპტის მმართველები უცხოპლანეტელების და ადამიანების ჰიბრიდები იყვნენ და უნდა აღინიშნოს, რომ მათ, გენეტიკის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობისგან, სხეულის აგებულებითაც გამოირჩეოდნენ. მაგ., ამენჰოტეპ IV (ეხნატონი) თავის ქალას, უცნაური, გაწელილი ფორმა ჰქონდა. ასევე ყურადღების ღირსია ფარაონების უცნაური თითები, რომელიც ობობასი საცეცებს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანის თითებს და ფლიპერის (ბაყაყის ფეხების) მსგავსი ფეხის ტერფები.


image


შესაძლებელია, ამგვარი მუტაციები — ექსპერიმენტების შედეგი იყოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრებას ყველა მეცნიერი არ იზიარებს. მაგრამ, თუ კვლევები დაადასტურებს უცხოპლანეტელების ფარაონებთან კავშირის ფაქტს, ეს პირველი ნაბიჯი იქნება იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანები უცხოპლანეტელებმა შექმნეს, ან რომ ჩვენ, მათი პირდაპირი შთამომავლები ვართ. ამ ჰიპოთეზის ყველაზე თავგამოდებული დამცველები უფოლოგები არიან, რომლებმაც მისი გაჟღერებისთანავე «ფაქტების» მოძიება დაიწყეს და უნდა ითქვას, რომ იპოვეს კიდეც... როგორც ისინი ამტკიცებენ, ეგვიპტის პაპირუსებში ნათქვამია, რომ ეხნატონს, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში კულტურული რევოლუცია განახორციელა, ურთიერთობა ზეციდან მოსულ არსებებთან ჰქონდა. გარდა ამისა, ის, თურმე, თავადაც ამბობდა, რომ მათი შთამომავალი იყო — ყოველ შემთხვევაში, ერთ–ერთ ძველ ეგვიპტურ პაპირუსებში ასე წერია.


image


ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ, ეგვიპტის პირამიდების არსებობაც მეტყველებს, რადგან ამგვარი ნაგებობის შექმნა დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი შეუძლებელია და მაშინ ხომ, საერთოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა...

გარდა ამისა, ხეოფსის პირამიდის წინა ფასადი ჩრდ. მიმართულებაზეა ორიენტირებული და თუ, სიზუსტის თვალსაზრისით, ოდნავი გადახრა შეიმჩნევა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ათასწლეულების მანძილზე, პოლუსმა მდებარეობა შეიცვალა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გიზის ყველა პირამიდა რომელიმე თანავარსკვლავზეა ორიენტირებული. ამის გაკეთება კი, კომპასის და სხვა თანამედროვე ხელსაწყოების გარეშე, შეუძლებელია – თვლიან მეცნიერები.

პალეოკონტაქტების თეორიის თანახმად, დედამიწელებს პირამიდების შექმნაში უცხოპლანეტელები დაეხმარნენ, რომლებსაც ადგილობრივებმა, მათზე ბევრად განვითარებული გონების და ცოდნის გამო, «ღმერთები» შეარქვეს.

ასე, რომ, არსებული ვერსიის მიხედვით, ჩვენი ისტორიის საწყის ეტაპზე, სწორედ უცხოპლანეტური ცივილიზაციები გვეხმარებოდნენ და განვითარებისკენ გვიბიძგებდნენ. ამჟამად, უამრავი მეცნიერი ცდილობს, ჩვენი ცივილიზაციის და უცხოპლანეტელებს შორის კონტაქტის პირდაპირი მტკიცებულების მოპოვებას და მათი ურთიერთობის პერიოდის დადგენას. ამჟამად უკვე მოპოვებული, უძველესი წერილობითი წყაროების და არტეფაქტების გათვალისწინებით, პირველი კონტაქტი, დაახლოებით, 20 ათასი წლის წინ უნდა შემდგარიყო.


image


ხოლო იმაზე, რომ დედამიწელებს მართლაც ჰქონდათ კავშირი უცხოპლანეტურ ცივილიზაციებთან, ეგვიპტეში (და არა მარტო იქ) აღმოჩენილი არაერთი არტეფაქტი, ფრესკა, თუ პაპირუსი მეტყველებს. მაგ., ტუტანხამონს არამიწიერი წარმოშობის ხმალი ჰქონდა, რომელიც 1925 წელს გახსნილ, ფარაონის სამარხში აღმოაჩინეს. როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ის მეტეორიტული ლითონით იყო დამზადებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსგავსი ნედლეული დედამიწაზე არ მოიპოვებოდა. რენტგენის ფლუორესცენტული სპექტრომეტრიული ანალიზით დადგინდა, რომ ის ერთდროულად რკინას, ნიკელს და კობალტს შეიცავდა, რაც მის არამიწიერ წარმომავლობაზე მეტყველებს.

გარდა ამისა, არსებობს «ტულის» პაპირუსი, რომელიც უფოლოგებისთვის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს, რადგან მასში, უცხოპლანეტელებზე დაკვირვების შედეგებია მოთხრობილი. ეს დოკუმენტი ფარაონის თუტმოს III (ძვ. წ. აღრ. XV ს.) მმართველობის პერიოდშია შედგენილი და მასში შავით თეთრზე წერია, რომ «22 წელს» ცაში უზარმაზარი ცეცხლოვანი სფერო (დისკი) გაჩნდა, რომელიც ხმას არ გამოსცემდა. მისი დიამეტრი, დაახლოებით, 46 მ. იყო და სასახლის სიახლოვეს გადაიფრინა. ამის შესახებ, ჩამწერებმა მაშინვე ფარაონს მოახსენეს. ხოლო მან, სფეროზე დაკვირვების ბრძანება გასცა.



image


რამდენიმე დღის შემდეგ, ცა სფეროებით გაივსო. ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ მათი სიკაშკაშე, მზის სინათლეს აღემატებოდა. ობიექტები უხმოდ მოძრაობდნენ, ხოლო შემდეგ, გეზი სამხრეთის მიმართულებით აიღეს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები

* ალკატრასის ციხის საშინელებები

* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა

* 5 საინტერესო ფაქტი ყველაზე ცნობისმოყვარულთათვის

* ჩუმი, სახიფათო და ყველაზე დიდი გველი მსოფლიოში

* 25 საოცარი ფოტო, ფოტოშოპის გარეშე

* რატომ არის ლომი "ცხოველთა მეფე"? – კითხვაზე პასუხი

* ქალმა კვერცხი იპოვა და საკუთარ სხეულზე 35 დღე ატარა...

* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

0
489
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0