x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შანტაჟი ინტიმური კავშირის შემდეგ - დაცვის სამსახურის მაღალჩინოსანი პარტნიორი ქალების ვიდეოს იწერდა და აშანტაჟებდა
imageრუსთავი2-ავრცელებს ექსკლუზიურ სიუჟეტს, სადაც საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაღალჩინოსანზე, მირიან ჯავახიშვილზე, რომელიც პარტნიორთან სექსულურ ურთიერთობას ფარულად იწერდა და შემდეგ მათ აშანტაჟებდა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით განმოქვეყნებით, სანაცვლოდ კი ითხოვდა, თანხას, ძვირფასეულობას, ბანკიდან სესხის გამოტანას ან თავად სექსუალურ ურთიერთობას.


ახალგაზრდა ქალი "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ აშანტაჟებდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით საკუთარი თანამშრომელი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაღალჩინოსანი მირიან ჯავახიშვილი ახლა განსასჯელის სკამზე ზის. პროკურატურამ ის დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დააკავა.

image

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებული სექსუალურ პარტნიორთან ურთიერთობას ფარულად იწერდა და შემდეგ, ამ ჩანაწერითვე აშანტაჟებდა. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ჯავახიშვილი მსგავსი მეთოდით სხვა ქალებსაც წლების განმავლობაში ემუქრებოდა. ყველაზე ძველი ჩანაწერი 10 წლის წინ არის გაკეთებული.


დაზარალებული ჰყვება, რომ ბრალდებული, ამ გზით, ქალებს ფულსაც სძალავდა და მასთან ურთიერთობასაც აიძულებდა. უარის შემთხვევაში კი მიმართავდა ადევნებას და უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს. შედეგად, ქალმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.


დანაშაული ნაქირავებ ბინებსა და ნატახტარში მდებარე სასტუმროებში ხდებოდა, "კურიერმა" მოიპოვა ამ საქმის კიდევ ერთი დაზარალებულის ჩვენება. ახალგაზრდა ქალის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ბრალდებულმა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჩაიწერა და შემდეგ გაასაჯაროვა კიდეც:


მას ჰქონდა დისტანციური მართვის პულტისმაგვარი მოწყობილობა, რაშიც მოთავსებული იყო მცირე ზომის ე.წ. ჩიპი. თვითონ მითხრა, რომ ეს არის ვიდეოჩამწერი მოწყობილობა, რომლის საშუალებით ჩემთან ურთიერთობამდე მოახდინა სხვა ქალის პირადი ცხოვრების ჩაწერა, მასთან დაშორების შემდეგ კი აშანტაჟებდა და აშინებდა ამ ჩანაწერის გასაჯაროებით... მან ჩემი პირადი ცხოვრებაც გაასაჯაროვა დედაჩემთან, რითაც დამამცირა და შელახა ჩემი რეპუტაცია. მისგან მომდიოდა SMS შეტყობინებები, სადაც იყო მუქარა, რომ ვერასდროს სხვა პირი, სხვა მამაკაცი ვერ გამეკარებოდა“ - ნათქვამია დაკითხვის ოქმში.



0
1089
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1089
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0