x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სუზი კუადრო-ყველაზე ცნობადი დასავლელი როკ-შემსრულებელი ქართველი მელომანებისთვის
image

1950 წლის 3 ივნისს დაიბადა სუზი კუადრო-საბჭოთა და უპირველეს ყოვლისა 70-იანი წლების ქართველი მელომანებისთვის ყველაზე ცნობადი დასავლელი როკ-შემსრულებელი, რატომ? იმიტომ, რომ საესტრადო სატელევიზო გადაცემაში "ესტრადა და თანამედროვეობა"(შემდგომ "ეს "ესტრადაა"), რომელიც ბატონ ევგენი მაჭავარიანს მიყავდა, სწორედ სუზი კუადრო იყო ყველაზე ხშირი სტუმარი, თვით "ბიტლზზე" ხშირადაც კი, თუ რა იყო ამის მიზეზი, დღეს ამის გარკვევა საკმაოდ ძნელია, ერთი ფაქტი კი ისაა, რომ 70-იანი და 80-იანი წლების პირველ ნახევარში, ახალგაზრდობა ტელეკრანიდან სწორედ ყველაზე უკეთ სუზი კუადროს შემოქმედებას იცნობდა....


სუზი კუადრო იყო ერთ-ერთი პირველი დასავლელი როკ-შემსრულებელიც, რომელიც ეწვია საბჭოთა კავშირს და მათ შორის ჩვენს მშობლიურ ქალაქ თბილისს 1989 წელს, რომლის კონცერტზეც თქვენი მონა-მორჩილიც იმყოფებოდა.სუზი კუადრომ მაშინ მთლიანი ტური მოაწყო საბჭოთა კავშირში, აი როგორ იხსენებს მუსიკოსი საბჭოთა კავშირში გასტროლებს:


"შესაძლოა ერთ-ერთი პირველები ვიყავით. მაშინ "გლასნოსტი" ახალი დაწყებული იყო. ჩვენი ტური სსრკ-ში ექვს-შვიდ კვირას გაგრძელდა, ყველგან დავდიოდით. მოსკოვში ზედიზედ ოთხი ღამე დავუკარით უზარმაზარ ხალხმრავალ არენაზე. გარშემო ყველაფერი იცვლებოდა და ხალხი ფაქტიურად ახელდა თვალებს, გესმით? და ამ ცვლილებების ფონზე ჩემი შვილებიც თან წავიყვანე გასტროლებზე. სსრკ-ში ყოველი დღე ჩვენთვის თავგადასავალი იყო. რა თქმა უნდა, კონცერტების ორგანიზატორებისთვის დასავლური ჯგუფის ტური ახალი გამოცდილება იყო. გააკეთეს რაც შეეძლოთ. ზოგადად, ჩვენთან ყველაფერი რიგზე იყო - ტექნიკა, ავტობუსები, კვება. მახსოვს, რომ ამ ტურნეზე ჩვენი კონცერტებს სხნიდა სამხრეთ აფრიკელი ბიჭის ჯგუფი, სახელად ბლონდი ჩაპლინი. მათ მაშინ ახალი დასრულებული ჰქონდათ დაასრულა ტური The Rolling Stones-თან ერთად."




სუზი კუადრო პირველი ბას-გიტარისტი ქალი იყო, რომელმაც მოახერხა და მსოფლიო ვარსკვლავად იქცა.



ამერიკელ-ინგლისელი გლემ როკის დედოფლის აღზევება იწყება 1973 წლიდან, როდესაც გამოდის მისი სადებიუტო ალბომი Suzi Quatro, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ტოპ-20-ში ხვდება, ხოლო სინგლები Can The Can და 48 Crash ალბომიდან მშობლიურ ბრიტანეთში შესაბამისად #1 და # 3 ადგილს იკავებს.მთლიანად დიდი ბრიტანეთის ჩარტებში სუზი კუადროს 15-მდე სინგლი მოხვდა, მათ შორის საუკეთესოებს ქვევით გაეცნობით, რომლის უმეტესობაც ჯერ კიდევ ბატონმა ევგენი მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 40-45 წლის წინ მოგვასმენინა.






0
372
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0