x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ახალი ბირთვული ერა, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს. რაა ეს უბრალოდ მუქარა თუ საშიში რეალობა?

image
რუსეთის დუმას მიერ დამტკიცებულმა კანონმა ლოკალურ კონფლიქტებში ტაქტიკური ბირთვული ქობინების გამოყენებაზე, მსოფლიო დააყენა ახალი საფრთხის წინაშე.
100 დღეა რაც რუსეთის აგრესორული პოლიტიკა გრძელდება სუვერენული სახელმწიფოს უკრაინის წინააღმდეგ, ომის პირველივე დღიდან რუსეთის დიქტატორი და მისი რეჟიმი იმუქრებოდა ტაქტიკური ბირთვული ქობინის გამოყენებით, რამაც მსოფლიო საზოგადოებრიობა და მაღალი რანგის პოლიტიკოსების შეშფოთბა გამოიწვია.
ბირთვული, თუნდაც ტაქტიკური დონის დარტყმა უზარმაზარ უარყოფით შედეგს გამოიღებს, ადამიანების მსხვერპლზე აღარაფერი რომ არ ვთქვათ.
საბედნიეროდ ევროპა უკვე "შეშფოთება-აღშფოთებით" არ შემოიფარგლა და რუსეთს მოკლედ და კონკრეტულად უთხრეს: თუ ის გამოიყენებდა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ ქობინს უკრაინაში ამას აუცილებლად მოჰყვებოდა უკუშედეგიც ანუ მარტივი და გასაგები ენით რომ ვთქვათ რუსეთი მიიღბდა პასუხს ბირთვული დარტყმებით მის სტრატეგიულ ობიექტებზე.
მუქარა მუქარადვე დარჩა და საბედნიეროდ რუსეთს არ უცდია ბირთვული ქობინის თუნდაც ლოკალური დანიშნულებით გამოყენება, მაგრამ რა მოხდება ხვალ?-რუსეთმა საკანონმდებლო ბაზა შეუქმნა ლოკალური დონის ტაქტიკური ბირთვული ქობინის გამოყენებას.
შესაძლებელია სხვა ბირთვულმა სახელმწიფომაც კანონმდებლობით გაამყაროს ლოკალურ კონფლიქტებში ტაქტიკური ბირთვული ქობინის გამოყენება.
გარდა ამისა იქმნება მეორე საფრთხეც, ქვეყნები როომლებიც დღეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს აკვირდებიან ხვდებიან რომ აგრესიისაგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა სამხედრო არსენალში ბირთვული ქობინების ქონა.
ეს კი იმ ქვეყნებს რომლებსაც აქვთ არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, მაგრამ რეალურად შეუძლიათ შექმნან ბირთვული იარაღი გაუღვიძებს სურვილს ხელთ ჰქონდეთ დამცავი ბერკეტი აგრესიისაგან თავდასაცავად, ეს კი ახალ საფრთხეებთანაა დაკავშირებული.
რაც მეტი იქნება ბირთვული სახელმწიფო მით მეტია მისი გამოყენების საფრთხე.
არა, მე აპოკალიფსს არ "გიხატავთ", როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ანალიტიკოსები ამბობენ, არის ბირთვული ქაოსის საფრთხე, რომელსაც სათავე დაუდო არა ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებულმა ბომბებმა, არამედ რუსეთის დუმას მიერ მიღბულმა კანონმა ბირთვული ქობინის ლეგიტიმურ გამოყენებაზე.
როცა არის იარაღი, ის ერთ დღეს აუცილებლად გაისვრის, ამიტომ საჭიროა პოლიტიკოსებმა უფრო მეტი აქტიურობა მიმართონ ამ კუთხით, რათა თავიდან იქნას უზარმაზარი საფრთხის შემცველი ბირთვული ქაოსის შექმნა.


0
125
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
125