x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
15 რამ, რაც იაპონიაში არ უნდა გააკეთოთ, ბევრი რამ უბრალოდ შოკში ჩაგაგდებთ

image


იაპონია - უნიკალური ქვეყანაა თავისი უჩვეულო კულტურითა და ტრადიციებით, რამლებმაც შესაძლოა ნებისმიერი უცხოელი დააბნიოს და თავგზა აუბნიოს. მაგალითად, ამ ამომავალი მზის ქვეყანაში ქუჩაში ჭამა-სმა (თუნდაც ყავისაც კი!) მიღებული არ არის, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტელეფონზე საუბარი სხვების მიმართ თავხედურ უპატივცემულობად ითვლება. პოპულარულმა TikTok-ის ბლოგერმა გასაოცარ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებზე ისაუბრა. მოგზაურმა გოგონამ 1, 3 მილიონი გამომწერით გამოაქვეყნა ვიდეოების მთელი სერია იმის შესახებ თუ რისი გაკეთება არ ღირს იაპონიაში, რათა თქვენი მისამართით სამურაების შთამომავალთა უცნაური მზერა არ დაიმსახუროთ.


image


იაპონიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩანთის ცარიელ სკამზე დადება არ შეიძლება, ეს იქ ძალიან დიდ უზრდელობად ითვლება


image


მაღაზიაში ნიღბის გარეშე ტანსაცმლის მოსინჯვა აკრძალულია, გოგონები მას თავზე იკეთებენ, რათა საკუთარი მაკიაჟით სამოსი არ დასვარონ


image


არ არის საჭირო ტაქსის კარების ხელით გაღება, მანქანები (ყოველ შემთხვევაში, დიდ ქალაქებში) ამას ავტომატურად აკეთებენ


image


ნუ ეცდებით ადგილობრივ მოსახლეობას ინგლისურად ესაუბროთ. მხოლოდ იაპონურად! იაპონური ენის ექსპერტის, წარმოშობით ლიტველი - კაორინა კვიტსკაუსკაიტის თქმით, იაპონელები უცხოელების მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილები არიან, თუ ქვეყნის სტუმრები, რომლებიც მათთან მათსავე მშობლიურ ენაზე გასაუბრებას თუნდაც შეცდომებით გადაწყვეტენ, მასპინძლები მათ ძალისხმევას მაინც აუცილებლად დააფასებენ, ხოლო თხოვნას ან შეკითხვას არასდროს დაუიგნორებენ.



image


არანაირი სატელეფონო საუბარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ირგვლივ არაერთი იაპონელის განმკიცხავ მზერას იგრძნობთ


image


იაპონელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას როგორც წესი, ზურგჩანთებს იხსნიან, რათა შემთხვევით ის სხვა მგზავრებს სახეში არ გაარტყან, ეს ყველა მუნიციპალურ ტრანსპორტში მოქმედი ნორმაა


image


ყველამ უნდა ისარგებლოს ექსკალატორის მარცხნივი მოძრავი კიბით, მარჯვენა მხარე კი, მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი ვინც ჩქარობს


image


ამომავალი მზის ქვეყანაში შევაჭრება მიღებული არ არის, პროდუქტს რა ფასიც ადევს - იმდენადვე იყიდება


image


იაპონიაში საზოგადოების თვალწინ ცხვირის მოხოცვა ცუდ ტონად ითვლება, ამიტომ სჯობს საპირფარეშოში ან რომელიმე იზოლირებულ კუთხეში განმარტოვდეთ, სადაც ცხვირის მოხოცვისას ვერავინ დაგინახავთ


image


იგივე ეხება წყვილებსაც, რომლებიც თავიანთ გრძნობებს ყველას თვალწინ გამოხატავენ, სჯობს საკუთარი თავი მოთოკოთ და თქვენი გრძნობები და ემოციები სახლამდე ან სასტუმროს ოთახამდე როგორმე შემოინახოთ


image


იაპონელები სისუფთავეზე ჩაციკლულები არიან, ისინი ტანსაცმლის გასახდელ ოთახებში შესვლამდე ფეხსაცმელს წინასწარ ყოველთვის იხდიან


image


ამიტომ თაროებზე დადებულ პროდუქტებსაც ხელით არავინ არჩევს, მათ უბრალოდ იღებენ და მიდიან - მაღაზიებში ყველაფერი საუკეთესოა წარმოდგენილი


image


ნუ გადასცეთ ფულს მოლარეს პირდაპირ ხელში, ამისთვის სპეციალური ლანგარი არსებობს, ეს გახლავთ იმ წესის შედეგი, რომლის თანახმადაც ამომავალი მზის ქვეყანაში ვინმეზე შეხება მათი ნებართვის გარეშე არ შეიძლება



image


ნუ შეხვალთ საპირფარეშოში ფეხშიშველი ან სახლის ჩუსტებით, ამისთვის იაპონელები ცალკე, წყვილ ფეხსაცმელს იყენებენ


image


იაპონიაში განკიცხვის ობიექტები ხდებიან ის ადამიანები, ვინც სიარულის დროს ჭამს ან სვამს, თუ თქვენც ასე მოიქცევით - იცოდეთ, რომ გარშემომყოფების მხრიდან მხოლოდ მრისხანე მზერას დაიმსახურებთ




0
1095
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1095