x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მოეშვით იმ კაცს... თქვენი საქმე არ არის ვინ უყვარს" - ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას ცნობილი გეი დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს მაისურში გამოჩენას და სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან მის კრიტიკას მოკლე სტატუსით ეხმაურება:


"მოეშვით თუ შეიძლება იმ კაცს. თქვენი საქმე არ არის ვინ უყვარს" - წერს ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და აღიშნულ ფოტოს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ "კონსერვატიული მოძრაობის" ერთ - ერთმა დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ თბილისის პრაიდ - ფესტივალის წინააღმდეგ პრესკონფერენცია ცნობილი გეი დიზაინერის მაისურში გამოწყობილმა გამართა, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან მისი მისამართით დიდი კრიტიკა მოჰყვა.


image


"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი, სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს მალე თავადვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას ყურადღებას არასდროს აქცევდა და რომ ის იმით იმოსება რაც თავად მოსწონს.


image


შეგახსენებთ, რომ "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი "თბილისის პრაიდის" მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით იმუქრება და აცხადებს, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ:


"დაანონსეს 28 ივნისი - 2 ივლისის ღონისძიება, აქ არის ორი ღონისძიება. აქ არის ორი ღონისძიება, ერთი ქვიარ ფილმის ჩვენება დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ვიღაცა რა ფილმს უყურებს არ მგონია, რომ ჩვენთვის საინტერესო იყოს. მეორეა არასამთავრობოებთან შეხვედრა, ეგენი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს და ისედაც სულ პრაიდები აქვთ შეხვედრის დროს.


მესამე არის ფესტივალი. ამათმა 5 ივლისიდან მოყოლებული იციან, რომ პრაიდებს ვერ ჩაატარებენ, ცუდი გამოცდილება აქვთ და მოიფიქრეს დიდ ლოკაციაზე, კერძო საკუთრებაზე, რომელიც დაახლოებით 5 ჰექტარია, ჩაატარონ ფესტივალი. თავისთავად ცხადია, ქართველი ხალხი და მათ შორის ჩვენ, როგორც ქართველი ხალხის ნაწილი და ამ ხალხის უდიდესი ნაწილის გამომხატველი პოლიტიკური ძალა ჩვენ ამას არ დავუშვებთ"- განაცხადა მორგოშიამ.


ცნობისთვის, წელს "თბილისი პრაიდის" კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისამდე ჩატარდება, თუმცა ღირსების მარშის გამართვა არ იგეგმება.






0
792
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
792