x
მეტი
  • 28.09.2022
  • სტატია:122573
  • ვიდეო:355070
  • სურათი:494828
"მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო" - რუსი პროპაგანდისტები აშშ-ს და დიდი ბრიტანეთს ემუქრებიან (ვიდეო)
image

რუსი პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია და აფრთხილებენ ბრიტანეთსა და აშშ-ს, რომ უკრაინასთან ომში ჩარევა „ძვირი დაუჯდებათ“.


ოლგა სკაბეევამ რუსეთის პირველი სახელმწიფო ტელეარხიდან ფაქტობრივად ომი გამოუცხადა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთს და ნატოს ამ ბოლო ტელედებატებში და მოუწოდა, რუსეთს უკრაინის ფარგლებს გარეთ გააგრძელოს სამხედრო კამპანია.


„შესაძლოა დროა ვაღიაროთ, რომ რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში დასრულდა, იმ გაგებით, რომ დაიწყო ნამდვილი ომი: მესამე მსოფლიო ომი“, - თქვა სკაბეევამ.



"ჩვენ იძულებულნი ვართ მოვახდინოთ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ნატოს ალიანსის დემილიტარიზაცია".


მისი განცხადება გაჟღერდა გადაცემაში 60 წუთი, რომელშიც რამდენიმე რუსი ანალიტიკოსი, კომენტატორი და „პოლიტიკური ექსპერტი“ მონაწილეობდა, რათა განეხილათ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში.


ამის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენელმა ვლადიმერ ავატკოვმა საკუთარი გაფრთხილება მისცა იმ დასავლურ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ კიევს. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ ვინც შეეცდება ჩაერიოს სპეცოპერაციაში, ძვირი დაუჯდება“, - განაცხადა მან საზეიმოდ.


„მუქარა კიდევ უფრო გაძლიერდა. რუსმა დეპუტატმა ოლეგ მატვეიჩევმა განაცხადა, რომ „პოლონეთის ამჟამინდელი საზღვრები გამოუსადეგარი იქნება“ თუ ის უკრაინაში ჩაერევა.ამ დროს სკაბეევა ჩაერია: „მე ვსაუბრობდი არა მხოლოდ პოლონეთზე, არამედ დიდ ბრიტანეთზე და შეერთებულ შტატებზე... ისინი ყველა მწკრივში არიან დაყენებული!"


წამყვანის არაერთგზის მოწოდება, რომ რუსეთი უნდა ებრძოლოს დასავლეთს, ზედმეტად უცნაურად მოეჩვენა ავატკოვს, რომელმაც ჩუმად ჩაილაპარაკა: "არ არის საჭირო აჩქარება, არსებობს რიგითობა... ყველაფერი თავის დროზე მოვა".


0
369
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0