x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სააქაოს მობრუნებულ მომღერალ მაქსიმთან(МакSим) ერთად თასის ფინალზე 70 ათასი კაცი მღეროდა(ვიდეო)
image

მძიმე ავადმყოფობის და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მომღერალი პირველად წარსდგა მასიურ ღონისძიებაზე, ლუჟნიკის სტადიონზე რუსეთის ფედერაციის თასის ფინალური მატჩზე ფეხბურთში.


"სპარტაკის"- "დინამოს"მატჩი, ანგარიშით 2:1 დასრულდა. წითელ-თეთრებმა 19 წლის განმავლობაში პირველად მოიგეს თასი, რაც ერთგვარი საჩუქარი იყო კლუბის 100 წლის იუბილეზე, რომელიც წელს აღინიშნება. თამაშის საყურებლად სტადიონზე 69 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა, რაც შეჯიბრებისთვის რეკორდი იყო.


თუმცა, საღამოს მთავარი ტრიუმფატორი იყო მომღერალი МакSим-ი, რომელმაც შეასრულა თავის ცნობილი სიმღერა "“Знаешь ли ты”(იცოდი შენ), რომელიც 'სპარტაკის"ათიათასობით გულშემატკივრებისთვის არაოფიციალური ჰიმნი გახდა.


image

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც მომღერლის გამოსვლაა აღბეჭდილი.კადრებში ჩანს, თუ როგორ უჭერენ მხარს ფეხბურთელები და გულშემატკივრები MakSim-ს. სიმღერას ყოველგვარი გაზვიადების გარეშე მღერის მთელი სტადიონი. კომპოზიცია "Знаешь ли ты” არის 2007 წლის ალბომიდან "Трудный возраст" (2007).

ის გახდა სპარტაკის არაოფიციალური ჰიმნი 2014 წელს, როდესაც მომღერლის მშობლიურ ქალაქში, ყაზანში, სპარტაკ-რუბინის მატჩზე კლუბის გულშემატკივრებმა ის გუნდურად იმღერეს. ტრიბუნებიდან გადაღებული კადრები ინტერნეტში გავრცელდა და სიმღერა სწრაფად აიტაცეს გუნდის სხვა გულშემატკივრებმა.



2017 წელს, მას შემდეგ, რაც "სპარტაკი" რუსეთის ჩემპიონი გახდა, კლუბის ხელმძღვანელი ლეონიდ ფედუნი და კაპიტანი დენის გლუშაკოვი ტელეშოუში "საღამოს ურგანტში" მივიდნენ "Знаешь ли ты”-ის ფონზე.



როგორც ცნობილია, მომღერალ МакSим-ს გასული წლის ივნისში კორონავირუსი შეეყრა, მომღერლის მდგომაროება ძალზე მძიმე იყი, ექიმებს მასზე ხელი ჩაქნეული ჰქონდათ და აცხადებდნენ, რომ მას "სასწაული თუ გადაარჩენდა", თუმცა სასწაული მოხდა და ინტენსიურ თერაპიაში ორთვიანი ყოფნის შემდეგ იგი გონზე მოვიდა, საავადმყოფოდან გამოწერის დროს მომღერალი 30 კილოს იწონიდა, ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი, ექიმები იმასაც ამბობდნენ, რომ შესაძლოა მაქსიმმა ვეღარასდროს იმღეროსო, თუმცა არც ეს პროგონზი გამართლდა და 38 წლის მარინა აბროსიმოვა(MakSim-ის ნამდვილის ახელი) სცენას დაუბრუნდა.

0
305
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0