x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
დედამ ბავშვს დაანახა თუ რა შეიძლება მოჰყვეს უსაფრთხოების ქამრის გაუკეთებლობას
image
მოგეხსენებათ ნებისმიერ მანქანას გააჩნია უსაფრთხოების ქამრები, რომელთა დანიშნულებაა საგზაო შემთხვევისას ან უბრალოდ მკვეთრი დამუხრუჭებისას მგზავრი დაიცვას წინ ან გვერდით გადავარდნისაგან, რაც მთლიანობაში ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.


კვლევებით დადასტურებულია და ავარიების სტატისტიკაც ასევე ადასტურებს, რომ მანქანის უსაფრთხოების ქამარი ავარიისას ეფექტურია 40%-60%-დე.
მოძრავი მანქანის მკვეთრი გაჩერებისას, ინერცია წინ "ისვრის" მგზავრს რა დროსაც ძალიან მაღალია მძიმე ტრავმის მიღება, განსაკუთრებით ხერხემლის დაზიანება, თავის და გულმკერდის არეში დაზიანება ხშირად იმდენად მძიმეა, რომ ადამიანი იღუპება.


დედამ რომელმაც რჩვებით ვერაფერი გააწყო საკუთარ შვილთან, რათა მას უსაფრთხოების ქამარი მგზავრობისას მუდამ გაეკეთებინა, მგზავრობისას შვილს პრაქტიკულად დაანახა თუ რა სახის გართულება შეიძლება მოჰყვეს უსაფრთხოების ქამრის გამოუყენებლობას.


დედამ მკვეთღად დაამუხრუჭა მანქანა რა დროსაც ბავშვი რომელიც მანქანის უკანა სალონში იმყოფებოდა მკვეთღად გადავარდა წინ და სავარძელს დაეჯახა.
შესაძლოა დედის მოქმედება მეტისმეტად ხისტია, მაგრამ ვფიქრობ ბავშვი სწორ დასკვნას გამოიტანდა დედის მიერ "ჩატარებული გაკვეთილისაგან".
გაიკეთეთ უსაფრთხოების ქამრები, იმგზავრეთ უსაფრთხოდ!!!



0
128
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
128