x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"ბარსელონას "კაპიტანი და და შაკირა ერთმანეთს დაშორდნენ - რა გახდა დაშორების მიზეზი?
image

ესპანური სუპერ-კლუბის "ბარსელონას" კაპიტანმა ჟერარ პიკემ მომღერალ შაკირასთან 11 წლიანი ურთიერთობა დაასრულა. ამის შესახებ გამოცემა El Periodico-ს იუწყება.


სპორტსმენმა უკვე დატოვა ის ბინა, სადაც პოპ-მომღერალი და ფეხბურთელი ერთად ცხოვრობდნენ შვილებთან ერთად.


წინასწარი მონაცემებით ესპანელისა და კოლუმბიელის დაშორების მიზეზი ფეხბურთელის მხრიდან ღალატი გახდა. ცნობილია, რომ წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა თითქმის 11 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც შეეძინათ საერთო შვილები - ვაჟები საშა და მილანი. თუმცა, მათ ურთიერთობა ოფიციალურად არ დაურეგისტრირებიათ.



ახლა, როდესაც უკვე პიკე თავისუფალია პოპ-ვარსკვლავისგან "თავის დაღწევის" შემდეგ, როგორც გამოცემა წერს, იგი სრულად გადაეშვა დროის ტარების მორევში. ფეხბურთელი უკვე არაერთხელ ნახეს ღამის კლუბებში და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ქალის თანხლებით.


კაპიტნის შესახებ ცნობილია, რომ ის ესპანურ კლუბში 14 წელია თამაშობს, ჟერარ პიკე "ბარსელონასთან" ერთად რვაჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, შვიდჯერ კი ესპანეთის თასის მფლობელი. ასევე, პიკის ხელმძღვანელობით კლუბი ექვსჯერ გახდა ესპანეთის სუპერთასის მფლობელი. პიკე იმ სამ ფეხბურთელს შორისაა (მარსელ დესაი და პაულუ სოუზა), რომლებმაც ორი წლის მანძილზე სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.ასევე ნაკრებთან ერთად შეძლო 2010 წლის მსოფლიოს და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.


ეს არ არის ვარსკვლავური წყვილის დაშორების პირველი შემთხვევა.


2017 წელს შაკირა და პიკე შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. თუმცა შემდეგ წყვილი ბავშვების გამო შერიგდა. მიზეზი პიკეს ეჭვიანობა გახდა, მისი თქმით იგი დაიღალა მისი მეუღლის მიმართ მამაკაცების მხრიდან მუდმივი ყურადღების გამო.


რაც შეეხება შაკირას(შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი)კოლუმბიელი მომღერლის კარიერა 1990-იანი წლების პირველ ნახევრიდან იწყება, თუმცა მსოფლიო პოპულარობას მიაღწია 2001 წელს, როდესაც იგი მსოფლიო ბაზარზე შეიჭრა თავისი პირველი ინგლისურენოვანი ალბომით Laundry Service, რომელიც მთელს მსოფლიოში რეკორდული რაოდენობით- ოცი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, სწორედ ამ ალბომში ჟღერს ისეთი ცნობილი ჰიტები როგორიცაა «Objection (Tango)» და «Whenever, Wherever»

0
215
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0