x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერებმა ონკოლოგიური დაავადების საწინააღმდეგო ახალი საშუალების აპრობაცია დაიწყეს

image


მეცნიერებმა ონკოლოგიური დაავადების საწინააღმდეგო ახალი საშუალების აპრობაცია დაიწყეს.

ლოს-ანჯელესის კიბოს კვლევის ცენტრის მედიკოსებმა ონკოლოგიურ პაციენტს ისტორიაში პირველად, შეუყვანეს პრეპარატი, რომელიც მეტასტაზებს ანადგურებს. პრეპარატ Vaxinia-ს შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ ბიოტექნოლოგიური კომპანია Imugene-ს თანამშრომლები.

ონკოლიტური ვირუსი CF33-hNIS წარმოადგენს ყვავილის მოდიფიცირებულ ვირუსს, რომელიც დაპროგრამებულია მხოლოდ კიბოს უჯრედების განადგურებაზე. შედეგად დაღუპული უჯრედი გამოანთავისუფლებს ათასობით ვირუსულ ნაწილაკებს-ანტიგენებს, რომლებიც ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას ახლომდებარე სხვა მეტასტაზების განადგურებაზე.

ამ პრეპარატის კლინიკური გამოცდის პირველ ფაზაში მონაწილეობას მიიღებს 100 ზრდასრული პაციენტი მეტასტაზებით და დიდი ავთვისებიანი სიმსივნეებით. ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის ყოველმა მსურველმა უნდა გაიაროს სტანდარტული თერაპიის არანაკლებ ორი კურსი.

პირველ ეტაპზე, მეცნიერებს სურთ გაიგონ, თუ რამდენად უსაფრთხოა ახალი პრეპარატი, აგრეთვე შეარჩიონ მკურნალობისთვის საჭირო ოპტიმალური დოზა. ამისთვის პაციენტებს CF33-hNIS ვირუსის ჯერ მცირე დოზებს შეუყვანენ. გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 2025 წლისთვის იგეგმება.

image


კიბოსთან ბრძოლის გარდა ყვავილის ვირუსი აძლიერებს იმუნურ სისტემას. მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ახალ პრეპარატი კლასიკურ თერაპიასთან ერთად, კიბოს ტერმინალური (მეოთხე) სტადიის მქონე პაციენტებსაც დაეხმარება.

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ CF33-hNIS -ს შეუძლია გაანადგუროს სხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, ფილტვის, კუჭქვეშა ჯირკვლის და საკვერცხეების სიმსივნური ქსოვილები.







იქნებ დაგაინტერესოთ:








როგორ გამოიყურება მიკროსკოპის ქვეშ ჩვენი ორგანოები, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესი და ა.შ. (+ვიდეო)

image


გარანტია ათასი წელი: უძველესი მაიას ტომის სტომატოლოგიის დონით მეცნიერები გაოცებული არიან

image


როგორ გამოიყურება დღეს კრისტინა, რომელმაც საშინელი ავადმყოფობა დაამარცხა


image


პლანეტის 11 უცნაური და საშინელი არსება

image


ნაპოვნია უცნაური არსება - მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ

image


რომელი პროდუქტები აუმჯობესებენ მეხსიერებას?

image


რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში

image


რატომ იღუპებოდა 1865 წლამდე ბევრი პაციენტი წარმატებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ

image


იმპოტენციასთან ბრძოლის ყველაზე უარესი მეთოდები წარსულში

image


ადამიანის სხეულის რომელ ნაწილს შეუძლია რეგენერაცია (თვითაღდგენა)

image


სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი I)

image


სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი II)

image







0
356
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
356