x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ, მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა

ესპანურმა გამოცემამ El Periodico- მომღერალ შაკირასა და მისი შეყვარებულის, ბარსელონას კლუბის ფეხბურთელის ჟერარ პიკეს დაშორების სესახებ აუწყა საზოგადოებას. გამოცემის წყაროს ცნობით, მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა.

image

წყაროს თქმით, წყვილი რამდენიმე კვირაა ერთად არ ცხოვრობს: პიკე საცხოვრებლად ძველ სახლში გადავიდა მას შემდეგ, რაც მომღერალმა ის ღალატში ამხილა. გარდა ამისა, ბარსელონას მცველს ხშირად ხედავენ ღამის კლუბებში მეგობართან, ფეხბურთელ რიკი პუიგთან ერთად, ისინი დროს ატარებენ ქალების გარემოცვაში. წვეულებებზე კი ფეხბურთელი დილის 2-3 საათამდე რჩება, დილის ვარჯიშის მიუხედავად.
image

შაკირასა და პიკეს დაშორების შესახებ ჭორებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ჟერარ პიკემ და შაკირამ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს. მათი რომანის შესახებ 2011 წელს გახდა ცნობილი, ერთი წლის შემდეგ კი წყვილს პირველი შვილი, ვაჟი მილანი შეეძინა. სამი წლის შემდეგ მეორედ გახდნენ მშობლები: შეეძინათ უმცროსი ვაჟი საშა. ისინი ოფიციალურად არ არიან დაქორწინებულები. ჟერარ პიკე მომღერალზე 10 წლით უმცროსია.

ეს არ არის ერთადერთი სკანდალი, რომელიც შაკირას სახელს უკავშირდება: მას ასევე 15 მილიონი ევროს ოდენობის საგადასახადო თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მომღერალს დიდი ჯარიმა და პატიმრობა ემუქრება.

0
282
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0