x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
მისტიკა და წყევლა გრძელდება? -"ექსტრასენსთა ბრძოლის" კიდევ ერთი მონაწილე მოკვდა
image

ახლობლებმა ნათელმხილველის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი დაასახელეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეტერბურგში გარდაიცვალა "ექსტრასენსთა ბრძოლის"კიდევერთი მონაწილე ელენა იასევიჩი. ქალი, რომელიც შოუს მე-12 სეზონის გამარჯვებული გახდა, 43 წლის იყო.


იასევიჩი ამტკიცებდა, რომ ნათელმხილველი იყო.მისი გარდაცვალება დაადასტურა პროექტის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნიკიტა ტურჩინმა .


" მეხუთე არხთან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ იასევიჩი 31 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა, იასევიჩის უკანასკნელ გზაზე გაცილება 3 ივნისს მოხდება.




ელენას დედამ განაცხადა, მისი ქალიშვილის სერიოზულ ავადმყოფობაზე, რომლითაც ის ადრეც იტანჯებოდა, თუმცა არ დააკონკრეტა არც დიაგნოზი და არც სიკვდილის მიზეზი. ადრე გამოცემა "StarHit" საუბრობდა შოუს ვარსკვლავის რთულად წარმართულ მეორე მშობიარობაზე.


გამოცემის თანახმად, იასევიჩი თრომბოფილიით იყო დაავადებული, რის გამოც პრაქტიკულად სისხლის შედედება არ ხდებოდა, ამიტომ ექიმებს მოუწიათ მისი მდგომარეობის სრული მონიტორინგი.

image

მოგვიანებით, "საღამოს მოსკოვთან" მიცემულ ინტერვიუში, სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ექსტრასენსის მეგობარმა, ელენა ზაკამსკაიამ დაასახელა. მისი თქმით, უკიდურესად დამოუკიდებელი და ჯიუტი იასევიჩი უარობდა ექიმებთან ვიზიტზე, თუმცა მოკლე დროში ორჯერ დაავადდა კოროვირუსით. "ბოლო დროს, ინფექციამ ღვიძლში გართულება გამოიწვია, რამაც ღვიძლის სადინარების დახურვა გამოწვია“, - განმარტა მეგობარმა.


აღსანიშნავია, რომ უკვე დიდი ხანია შემჩნეულია, რომ რაღაც გარკვეული ფარული წყევლა მოქმედებს (თუ უბრალო დამთხვევაა). "ექსტრასენსთან ბრძოლის" მონაწილეები უცნაურად და მოულოდნელად კვდებიან.ეს - უკვე მე-9 მონაწილეა, რომელიც გარდაიცვალა.


მე-10 სეზონის მონაწილე კონსტანტინე იამპოლსკი გულის შეტევით გარდაიცვალა 2018 წლის იანვარში 33 წლის ასაკში.


მე-7 სეზონის ფინალისტი ილონა ნოვოსელოვა 2017 წლის ივლისში 6-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.


2012 წელს 35 წლის ასაკში გარდაიცვალა შოუს კიდევ ერთი მონაწილე იური ისპარიანცი "შავი მაგი", რომელსაც მისივე სიტყვებით, "ბოროტი სულების " განდევნა შეეძლო.


მეოთხე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მონაწილე ალექსანდრე აგაპიტი 43 წლის ასაკში დაიღუპა, საჭესთან ჩაეძინა.


მე-3 სეზონის ფინალისტი, ჯადოქარი ალექსეი ფადი გულის შეტევით გარდაიცვალა 2009 წლის 22 ივნისს 50 წლის ასაკში.



ასევ მე-3 სეზონის მონაწილე ნადეჟდა ტიტოვა 2013 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. სხვათა შორის, ტიტოვა 1998 წელს რუსეთის საუკეთესო სახალხო მკურნალად იქნა დასახელებული.



2019 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა მე-17 სეზონის მონაწილე დარია ვოსკობოევა, რომელმაც ფინალამდე მიაღწია და საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა.(იხილე <<ამ ბმულზე)

0
619
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0