x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უკრაინელმა მეზენიტეებმა ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის რაკეტა "Точка-У" ჩამოაგდეს
image

ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი "Точка-У" შეიარაღებაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიქმნა, საბჭოთა ჯარების შეიარაღბაში ის 1975 წელს მიიღეს.


რაკეტის გამშვებსა და გასანადგურებელ ობიექტს შორის მინიმალური მანძილი 15 კილომეტრს შადგენსმ მაქსიმალური კი 70 კილომეტრიდან 120 კილომეტრამდე.


რაკეტის საბრძოლო მასა 482 კილოგრამია, რაკეტის სისწრაფე კი 1100 მეტრია წამში. აღნიშნული სარაკეტო კომპლექსები საბჭოთა კავშირის დროს იქნა პირველად გამოყენებული ავღანელი მოჯაჰედების წინააღმდეგ.



შემდგომში უკვე აღნიშნული კომპლექსები სხვა კონფლიქტებშიც იქნა გამოყენებული.


მართალია საბჭოთა და შემდგომში უკვე რუსული რაკეტები განსაკუთრებული სიზუსტით არასდროს გამოირჩეოდა რაც თავის მხრივ ცალკე თავსატეხია სამოქალაქო ობიქტებისათვის, რადგან სამიზნეს აცდენილი რაკეტის საბრძოლო მუხტი საკმაოდ მძლავრია.


რუსებს დიდად არ შეუწუხებიათ აღნიშნული კომპლექსის მოდერნიზებით, მათ აღნიშნული კომპლექსები ბევრად შორ მანძილზე მოზმედი სარაკეტო კომპლექსი "Искандер-М" ით ჩაანაცვლეს, თუმცა არსენალში არსებული "Точка-У"-ს რუსეთი უკრაინაში შეჭრის დღიდანვე იყენებდა და იყენებს, არავინ იცის რეალურად რამდენი რაკეტა დარჩა აგრესორებს საბრძოლო მარაგში, მაგრამ უცხადესია მოძველებული კომპლექსის ასევე მოძველებური რაკეტების მარაგი უკვე დიდი არ იქნება, თან სიძველის გამო მათი საიმედოობაც კითხვის ქვეშაა.
უკრაინელი მეზენიტეებიც დახელოვდნენ აღნიშნული რაკეტის ჩამოგდებაში, სურათზეც უკრაინელების მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტაა.


თავად უკრაინელების არსენალში აღნიშნული კომპლექსის 90 რაკეტა იყო ოფიციალურად, თუმცა შეიძლება ყველა მათგანი არც ყოფილიყო ვარგისი გასაშვებად თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება უკრაინას ყოფილი "ვარშავის პაქტის" რომელიმე სახელწიფოსგან დამატებით შეეძინა აღნიშნული სარაკეტო კომპლექსის რაკეტები.


იმედია ეს ასეცაა და უკრაინული "Точка-У" ბევრ თავსატეხს გაუჩენს რუს აგრესორებს.


image სურათზე რუსული კომპლექსია, უბრალოდ თვალსაჩინოებისათვის დავდე.

0
538
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
538