x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჰელენ ხულიკი, ქალი რომელსაც ციხე მიუსაჯეს სასამართლოში შარვლით მისვლის გამო
image

მსოფლიოს უამრავ ქვეყნაში დღესაც უამრავია კანონი, რომელიც მისი შინაარსით სრულიად აბსურდულია და უაზრობაა, მაგრამ გვინდა არ გვინდა კანონი მოითხოვს მის პატივისცემას მანამ, სანამ ის ახალი თანამედროვეობას შეხამებული კანონით არ შეიცვლება.


ამ მცირე სტატიაში წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც დღვანდელი გადასახედიდან სასაცილო ბრალდებით დააკავეს სასამართლო დარბაზში.
მაშ გაიცანით ამსტერდამის მცხოვრები 1938 წელს, ახალგაზრდა ქალი ჰელენ ხულიკი რომელიც სასამართლო დარბაზში მოწმედ მისული დააპატიმრეს და ციხეში გაუშვეს სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით, რაც სასამართლოზე შარვლით მისვლაში გამოიხატა.


1938 წლის 9 ნოემბერს ჰელენი სასამართლოში გამოიძახეს მოწმედ, საბავშვო ბაღის 28 წლის მასწავლებელს ჩვენება უნდა მიეცა 2 მამაკაცზე, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ ქურდობაში.



ჰელენი სასამართლოში შარვლით მივიდა, რაზეც შენიშვნა მიიღო მოსამართლისგან და მას მისცეს დრო წასულიყო სახლში გამოეცვალა ტანსაცმელი და კაბით დაბრუნებულიყო სასამართლო დარბაზში.


მართლაც ჰელენი წავიდა, მაგრამ ისევ შარვლით დაბრუნდა. "ეს მოხერხებული სატარებელია და მე მასში თავს კარგად ვგრძნობ"-განუცხადა მასწავლებელმა მოსამართლეს.


მოსამართლემ კი მისი საქციელი სასამართლოსადმი უპატივცემულობად მიიღო და ჰელენს 5 დღიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ციხეში სასჯელის მოხდით.


"მე 15 წელია შარვალს ვატარებ და მე მის ჩაცმას ასევე გავაგრძელებ, თუ თქვენ მომისჯით თუნდაც 5 დღიან თავისუფლების აღკვეთას, მე მას მივიღებ, მაგრამ ვფიქრობ ჩემი საქციელით მე გამოვაფხიზლებ ბევრს, ვისაც რისი ჩაცმა უნდა ის უნდა ეცვას"-განუცხადა ჰელენმა მოსამართლეს.


ჰელენი ციხეში ჩასვეს და მას ციხის შინა განაწესის შესაბამისად ჯინსის კაბის ჩაცმამ მოუწია.


image

ამ სურათზე ჰელენი, მისი ადვოკატი და ნოტარიუსი არიან აღბეჭდილნი ციხეში, საიდანაც ჰელენის დასახსნელად მივიდა ჰელენის ადვოკატი ნოტარიუსთან ერთად 5 დღიანი პატიმრობისას.


ადვოკატმა შესძლო ჰელენის დროზე ადრე გამოყვანა ციხიდან, მას ასევე უფლება მისცეს სასამართლოზე შარვლით მისულიყო, მაგრამ ჰელენი ამჯერად კაბით მივიდა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მისაცემად.


image




0
221
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
221