x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
53 წლის ჯენიფერ ლოპესის 10 ხრიკი, რის გამოც თავის ასაკში ნებისმიერ ახალგაზრდას გაუწევს კონკურენციას

53 წლის ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა როგორც ჩანს უკვდავების ელექსირი იპოვა, რადგან წლების განმავლობაში უფრო და უფრო მიმზიდველი და დახვეწილი ხდება. წაარმოგიდგენთ ჯეი ლოს ხრიკებს, რის გამოც ის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება:

1. ის ხშირად ატარებს ე. წ. ბოტფორტებს", რომლებიც ვიზუალურად აგრძელებენ ფეხებს და მატებენ სიმაღლეს.image

2. ხშირად ატარებს დიდ, მრგვალ საყურეებს, რითაც ყურადღებას იპყრობს ნებისმიერ ღონისძიებაზე ან ქუჩაში.image

3. მოკლე მაისური იდეალური სამოსია მისი ნავარჯიშები მუცლის დემონსტრირებისთვის.image

4. ჯენიფერი ახერხებს გამოიყურებოდეს ელეგანტურად ერთნაირი ელფერის ტანსაცმელში სხვადასხვა ტექსტურის და ქსოვილის კომბინაციის წყალობით.image

5. მზისგან დამცავი სათვალეები დიდ ჩარჩოში მომღერლის სავიზიტო ბარათია.image

6. მომღერალს უყვარს ბრჭყვიალა კოსტიუმები და ატარებს მათ ნებისმიერ დროს. იმ შემთხვევაში კი თუკი კაბა არ ბრწყინავს, მაშინ სამოსს დიდ, ბრჭყვიალა სამკაულებს უმატებს.image

7. ალბათ არავინ იცის, როგორ ატაროს კომბინეზონი ისე ეფექტურად, როგორც ლოპესმა. ჩვეულებრივი კომბინეზონითაც კი ის სუპერვარსკვლავს ჰგავს.image

8. სამოსი ამოღებული მხრებით ასევე მისი სავიზიტო ბარათია. ამგვარი სამოსი ხაზს უსვამს მის ქალურობას და ასევე აბალანსებს მსხლის ფორმის ფიგურის პროპორციებს.image

9. მომღერალს აშკარად მოსწონს სწორი, ვიწრო ქვედაბოლოები. ეს სტილი ვიზუალურად ჭიმავს სილუეტს, ხდის გამოსახულებას უფრო ქალურს და დახვეწილს. image

10. სამაჯურების ნაკრები მატებს ხალისს ტანისამოსს და ყოველთვის იპყრობს ყურადღებას. ლოპესს ალბათ ნებისმიერ სამოსთან შეუძლია შეათავსოს სამაჯურები, როგორც ყოველდღიურად, ისე საღამოს კაბაშიც.image

0
751
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0