x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მერლინ მონროს ნაკლებად ცნობილი ფოტოები
image

1-ელ ივნისს დაიბადა ამერიკის შეერთებული შტატების 'ხატება", ჰოლივუდის კულტი, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, მე-20 საუკუნის უალტერნატივო სექს-სიმბოლო მერლინ მონრო.(ნამდვილი სახელინორმა ჯინ მორტენსონი)მისი დაბადების 96-ე წლისთავზე შემოგთავაზებთ ფოტოებს, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს.







1) პატარა ნორმა დედასთან, გლედისთან ერთად-1929 წელი

image


2)ნორმას ყოველთვის უყვარდა ძაღლები, ამიტომ მუდამ ჰყავდა ოთხფეხა მეგობრები, მათ შორის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდეც(1933 წელი)

image


3)თინეიჯერი ნორმა 1940 წელი.

image



4)მეგობრებთან ერთად ნავით სეირნობს-1941 წელი

image


5)ოჯახთან და ნათესავებთან ერთად რესტორანში, ნორმა მარჯვნიდან მეორეა-1942 წელი.

image


6)ნორმა პირველ ქმართან, ფლოტის მეზღვაურთან ჯინი დოგერთან ერთად, 1942 წელი, ნორმა მაშინ 16 წლის იყო, ქორწინება 1946 წლამდე გაგრძელდა.

image


7) სამოდელო კარიერის დასაწყისი, აქ ნორმა თმის საშუალებას უკეთებს რეკლამას-1946 წელი.

image


8)კინოკარიერის დასაწყისი


image



9)გარეგნული იმიჯის შეცვლა-1947 წელი

image


10)-ასე იბადება ნელ-ნელა "ხატება"-1949 წელი

image


11)საუბარი სამსახიობო ოსტატობის მწვრთნელთან, 1953 წელი.ამ წელს მერლინმა რამდენიმე ფილმში ითამაშა.ესენია "ნიაგარა", "ჯელტმენები ირჩევნენ ქერებს" და "როგორ გათხოვდე მილიონერზე"

image


12)მერლინი ავტოგრაფს არიგებს-1953 წელი

image


13)კორეის ომის მონაწილეებთან შეხვედრა-1954 წელი

image



14)მას შემდეგ, რაც დაიღალა მისი მისამართით "ტუტუცი ქერას" ძახილით, იგი ნიუ-იორკში გადაბარგდა, რათა სამსახიობო ხელოვნების სკოლაში ესწავლა.მას ხელში მისი მორიგი ოთხფეხა მეგობარი უჭირავს სახელად "მაფი".

image



15)მერლინ მონრო 1956 წელს მესამედ თხოვდება ამჯერად დრამატურგ არტურ მილერზე.(ფოტო 1957 წლის)

image


16)მერლინ მონრო ჰარლემ-მერის ტბაზე ნავით-1957 წელი

image


17)მერლინ მონრო ტონი კერტისთან ერთად-იშვიათი ფერადი ფოტო ფილმის, "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გადაღების დროს-1959 წელი.

image


18)ფილმის "დაუმორჩილებლების"(1961) გადასაღებ მოედანზე, ფილმის სცენარისტი იყო მისი ქმარი არტურ მილერი, ეს იყო მერლინის უკანასკნელი დასრულებული ფილმი.ასევე, მის პარტნიორს, "ქარწაღებულის ვარსკვლავს"კლარკ გეიბლს გულის შეტევა დაემართა გადასაღებ მოედანზე და მალევე მოკვდა.

image


19)-მერლინ მონრო-1962 წელი

image


20)-ერთ-ერთი ფოტო მერლინ მონროს უკანასკნელი ფოტოსესიიდან, რომელიც 1962 წლსი ივლისშია გადაღებული ფოტოგრაფ ჯორჯ ბარისის მიერ, სანტა მონიკაში.

image

0
737
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
737
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0