x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ხოჯობაია – მეგრული საგაზაფხულო ეროტიკული თამაში
image


ხოჯობაია იგივენაირად ფუჯობაია (მეგრ. "ხარობია-ფურობია") მეგრული საგაზაფხულო ეროტიკული თამაშია, რომელშიც მოწიფული ასაკის გოგო-ბიჭები მონაწილეობდნენ; ახალდათესილი მინდვრის ერთ მხარეს, სიმაღლის მიხედვით, გოგონები გამწკრივდებოდნენ, მეორე მხარეს იმავე რაოდენობის ბიჭები (მათ შორის მანძილი სახნავ-სათესი ფართობის მოცულობაზე იყო დამოკიდებული). მოპირდაპირე მხარეები ოთხზე დადგებოდნენ: ბიჭები კუროებივით ბღაოდნენ, გოგონები - ძროხებივით.


ასე დაოთხილი ახალგაზრდები, უკანალის თამაშით, ერთმანეთისკენ ილტვოდნენ; მიახლოებისას ჯერ უკანალებს შეარკინებდნენ, შემდეგ კი "ხარები" "ფურებს" მოეკიდებოდნენ და ზედ წაქცევამდე ესხდნენ. გამარჯვებულად ის წყვილი ითვლებოდა, რომელიც ყველაზე ბოლოს წაიქცეოდა.


ამ თამაშის ერთ-ერთი აღმწერი წერს: "რომ იცოდეთ, ახალგაზრდებს ტილოს გრძელი პერანგის გარდა, არც ზემოთ და არც ქვემოთ, სხვა არაფერი ეცვათ. გასაკვირი ის არის, რომ ასეთი სათუთი (საციცამო) თამაშიდან, როგორც გადმოგვცემენ, მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ვინმე ფელანგიას ნამუსი აუხდია პარტნიორისთვის.



ფელანგია დაუსჯიათ: მისთვის სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდობის თავყრილობებში მონაწილეობა აუკრძალავთ" (ი. ქობალია).


ეს აშკარად მაგიურ-ეროტიკული თამაში, როგორც ჩანს, მოსავლის ნაყოფიერების გაზრდას ემსახურებოდა. იგი პარალელს პოულობს არაერთი ხალხის ყოფაში დამოწმებულ წეს-ჩვეულებებში, რომლებიც ახალგავლებულ ხნულზე სექსუალური სცენების გათამაშებას, ზოგჯერ კი სქესობრივი აქტის განხორცილებას ითვალისწინებდა.

************************************************************************************************
წყარო: ნუგზარ ანთელავას "კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები"დან.
*
გამოყენებული ლიტერატურა სოციალურ ქსელებში: ქართული წარმართობა და მარგალური ნინა - მეგრული ენა - Megrelian Language
0
394
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0