x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი ნასვამი მამაკაცი პედოფილის დაჭერას ცდილობდა
image
ქალაქ კისელევსკში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქალის კაბაში უცნაური ტიპი დაიჭირეს, რომელიც იყო მთვრალი. მოქალაქეებს ეგონათ, რომ ეს იყო პედოფილი მოძალადე, რომელიც ქალაქში იძებნებოდა.


თუმცა, მამაკაცი აღმოჩნდა არა კრიმინალი, არამედ, აქტიური მებრძოლი პედოფილიის წინააღმდეგ. ბავშვების მოძალადის ძებნის შესახებ ინფორმაციას ტელევიზორში უყურებდა, გამბედაობისთვის დალია, ქალის კაბა ჩაიცვა და პედოფილის "ცოცხალ სატყუარაზე" დასაჭერად წავიდა.მან მკერდი ბუშტებისაგან გაიკეთა.


მანამდე ადგილობრივმა ტელეგრამის არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს მთვრალი მამაკაცი, სავარაუდოდ ნაცემი, რომელსაც ქალის კაბა და შავი კოლგოტი ეცვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის მაცხოვრებლებს ის პედოფილი ეგონათ. თავად დაკავებულმა განმარტა, რომ ქალივით ჩაიცვა, რათა პედოფილი დაეჭირა.


ადგილობრივმა მცხოვრებმა თქვა, რომ მან და მისმა მეგობრებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც პედოფილს ჰგავდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია მამაკაცზე, რომელიც ეჭვმიტანილია 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალურ ქმედებებში. მათ ამ ორიენტაციის მსგავსი პიროვნება დააკავეს.“- განაცხადა წყარომ.



„როდესაც პოლიცია მოვიდა, ნახეს კაბაში ჩაცმული ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქალის კაბა ჩაიცვა, ბუშტებით მკერდი გაიკეთა და ცოცხალი სატყუარათ პედოფილის დასაჭერად წავიდა. ასე ხსნის მომხდარს. " - თქვა წყარომ.

პოლიციამ ყველაფერი გაარკვია, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.

0
435
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0