x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
თუ პირველი ჯგუფის სისხლი გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ!
სისხლი განსაკუთრებული თხევადი ქსოვილია და გულის მეშვეობით ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციას, რითიც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს, იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/3–ს შეადგენს. სისხლი თხევად, შემაერთებელ ქსოვილს განეკუთვნება, მისი თხევადი ნაწილია პლაზმა. პლაზმაში მრავალი უჯრედია. სისხლი შეიცავს 45% პლაზმას და 45% ფორმიან ელემენტებს, საკუთრივ პლაზმა შეიცავს 90% წყალს 10%-ცილებს, ცხიმებს, ნახირწყლებსა და მინერალურ მარილებს. პლაზმის ფუნქციაა: ნივთიერების გადატანა და სისხლის შედედება. ფორმიანი ელემენტები კი შეიცავენ ერითროციტებს, ლეიკოციტებს და თრომბოციტებს. ერითროციტებს წითელ შეფერილობას ცილა - ჰემოგლობინი აძლევს.




image




სისხლს ერთმანეთისგან გამოარჩევს იმუნოლოგიური მახასიათებლები — ერითროციტებში განსაზღვრული ანტიგენების, აგრეთვე პლაზმაში შესაბამისი ანტისხეულების არსებობა ან არარსებობა. სისხლის ორი ტიპი არსებობს: რეზუს-დადებითი და რეზუს-უარყოფითი. ადამიანთა უმრავლესობას პირველი ტიპის სისხლი აქვს. დადებითი ნიშნავს განსაკუთრებული ცილის — რეზუსის შემცველობას სისხლის პლაზმაში. თითოეულ ამ ტიპს კიდევ ოთხ ჯგუფად ყოფენ ჰემაგლუტინაციის რეაქციის მეშვეობით (ABO სისტემა). ადამიანში სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია: O, A, B, AB ანუ I, II, III, IV. სისხლის ჯგუფი, სიცოცხლის განმავლობაში, არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთი და იგივე ჯგუფის სისხლის გადასხმები, თუმცა ასევე შესაძლებელია სხვა იგივე რეზუს–ფაქტორიანი ადამიანის სისხლის გადასხმა გარკვეული წესით.



image





I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს თამამდ შეუძლიათ საკუთარი სისხლი დონორად გაიღონ სხვა ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის, რადგან მათი ერითროციტები არ შეიცავენ ანტისხეულებს, რომლებიც არ ემთხვევა სხვა სისხლის ტიპს. მაგრამ, მათთვის დონორი, მხოლოდ მათი ჯგუფის სისხლია.



ამრიგად, ეს სისხლის ჯგუფი სპეციფიკურია და განსხვავდება დანარჩენისგან. ამ სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან ინფექციებისა და დაავადებების მიმართ - ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, წყლულები, იოდის დეფიციტი. გარდა ამისა, იოდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ზედმეტი წყლის შეკავება და სიმსუქნე.



image



საინტერესოა, რომ იაპონიაში სისხლის ჯგუფი ასოცირდება ხასიათის თვისებებთან. ახლა, ალბათ, გესმით, რატომ ითხოვენ სისხლის ჯგუფს იქ გასაუბრებაზე. ამ ჯგუფის სისხლის მქონე ხალხი ყველაზე ხშირად ერთგული, ზუსტი, სწრაფად სწავლის უნარიანია. ადრე სისხლის პირველი ჯგუფის ადამიანები უკეთესი მონადირეები იყვნენ, სწორად აფასებდნენ სიტუაციას და ამიტომაც ჰქონდათ გადარჩენის მაღალი შანსი, ასევე ხშირად მოიხსენიებიან, როგორც უფრო გონიერ და ჭკვიან მოსწავლეებად.




ჰიპერაქტიურობა და სიფრთხილე


შფოთვა არის პირველი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანების მთავარი მტერი. უფრო მეტიც, არასწორმა დიეტამ ან ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე, გამოიწვიოს სიმსუქნე, გლუკოზის არასწორი შეწოვა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. გარდა ამისა, ისინი რისკის ქვეშ არიან, მათ შეუძლიათ ადვილად გაუჩნდეთ კუჭის წყლული და სხვა პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია კუჭში ჭარბ მჟავასთან. ამიტომ, მათ ურჩევენ შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ ალკოჰოლისა და კოფეინის მიღებისგან. ვინაიდან კოფეინი იწვევს ადრენალინის დონის მატებას, რაც ისედაც მაღალია პირველი სისხლის ჯგუფის ადამიანებში.



image





იხილეთ აგრეთე:


იცოდით რატომ გვაქვს სისხლის სხვადასხვა ჯგუფი ადამიანებს? image

0
325
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0