x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
Mi-35MS-უახლესი რუსული ვერტმფრენი, რომელიც Mi-35M-ის მოდერნიზებული ვერსიაა და "ვიპ" პერსონებზეა გათვლილი
image

"ინტერმედიის" აქტიური ავტორის, ბატონი არჩილის სტატიამ მომაწოდა იდეა დამეწერა ეს სტატია.


სტატია ეხება უახლეს რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ასევე სხვა ფუნქციების თეთავსებაც, თუმა მისი მთავარი დანიშნულება მაინც მაღალჩინოსანი სამხედროების გადაყვანა და ხელისუფლების ელიტის გადაყვანას ემსახურება.


საუბარია ვერტმფრენზე Mi-35MS, რომელიც დამრტმყმელი Mi-24-ის საექსპორტო მოდიფიკაციის Mi-35M-ის ერთერთი ვერსიაა, რომელიც ბევრად მანევრირებადია ვიდრე მისი წინამორბედები და ბევრად სწრაფიცაა, Mi-24-ს სულ სხვა ძრავები უყენია ვიდრე საექსპორტო Mi-35M-ს და "ვიპ" პერსონებზე გათვლილ Mi-35MS-ან ერთად ისინი აღჭურვილია ბევრად უსაფრთხო, ბევრად მძლავრ და ბევრად სრაფი ВК-2500-ტიპის ძრავებით.



აღნიშნული ვერტმფრენი პირველად კამერის ობიექტივში მოხვდა 2013 წელს და მაშინ ძალიან ბევრი სამხედრო ექსპერტიც კი ვერ მიხვდა თუ რა დანიშნულებისათვის იყო აღნიშნული ვერტმფრენი გათვლილი და განკუთვნილი.


image
ვერტმფრენს გააჩნია საბრძოლო რაკეტების გამშვები კონტეინერების, მართვადი რაკეტების თუ სათადარიგო საწვავის ავზების დასაკიდი პილონები.


აქედან გამომდინარე აღნიშნული ვერტმფრენი უკვე ითვლება მრავალფუნქციურად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვერტმფრენს გააჩნია საკმაოდ ძლიერი რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემა რომელსაც ხედავთ ამ სურათზე წინა პილოტის კაბინის ქვეშ.


ვერტმფრენი ასევე დაფიქსირდა კრემლში შესვლის პროცესში (შესაბამისი სურათი დევს სტატიის თავში).


ვერტმფრენს შეუძლია როგორც გარბენით აფრენა, ასევე ადგილიდანვე ვერტიკალური აფრენა ეკიპაჟთან და მგზავრებთან ერთად.
ბატონი არჩილის სტატის მიხედვით საბრძოლო მოქმედების ზონაში ეს ვერტმფრენი პირველად იქნა დაფიქსირებული და ჩამოგდებულიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერტმფრენზე ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, მარტო სითბური ხაფანგებით ვერტმფრენები თანამედროვე, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების წინააღმდეგ უძლურია, შეიძლება აიცდინოს ან გაანეიტრალოს სითბური ხაფანგის დახმარებით ერთი რაკეტა, მაგრამ მეორე რაკეტა აუცილებლად აღწევს მიზანს.


გთავაზობთ ვიდეოს კრემლის ეზოდან აღნიშნული ვერტმფრენების აფრენაზე.
საინტერესოა ვინ შემოიყვანა ან გაიყვანა კრემლიდან ამ ვერტმფრენებმა 2015 წელს.


არც იმას გამოვრიცხავ სწორედ აღნიშნულ ვერტმფრენს გაეყვანა წელს უკრაინასთან ომის დაწყებისთანავე რუსეთის დიქტატორი ციმბირში, ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით ის უკვე კარგა ხანია ციმბირში იმყოფება ერთერთ კარგად დაცულ სამეთაურო ბუნკერში.



სტატიის იდეისათვის მადლობა ბატონ არჩილს.

0
194
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
194