x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ზაალ უდუმაშვილი საინფორმაციოს კვლავ დიკო ჯოჯუასთან ერთად წაიყვანს, თუ ნოდარ მელაძის გუნდში გადავა?
image


ზაალ უდუმაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ღიად თქვა, რომ მედიაში დაბრუნებას გეგმავს. მას მიაჩნია, რომ ახლა მედია მძიმე დღეშია და მისი გამოცდილებით სურს ამ ფრონტზე გადაინაცვლოს და იგივე მიზნებისთვის მედიიდან იბრძოლოს. პრესკონფერენციაზე უდუმაშვილმა არ დააკონკრეტა, რომელ ტელეარხსა და რომელ გადაცემაში გამოჩნდება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მას მაყურებელი პირდაპირ ეთერში მალე ნახავს.


კულუარებში საუბრობენ, რომ ზაალ უდუმაშვილი "ტვ პირველის" ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს. რამდენიმე დღის წინ მამაკაცმა წამყვანმა ვასილ დაბრუნდაშვილმა არხი დატოვა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ეკო მაღრაძე მეწყვილის გარეშე დარჩა. მოულოდნელად დაშლილი დუეტი დროებით საინფორმაციოს უფროსმა ნოდარ მელაძემ გადაარჩინა და ახალი სახის მოძებნამდე თავად დაჯდა საინფორმაციოს თანაწამყვანად. სწორედ ამიტომ ითქვა, რომ არხს წონიანი თანაწამყვანი მამაკაცი სჭირდება და ისინი ამ ადგილზე უცნობ სახეს არც განიხილავენ და ზაალ უდუმაშვილი ამ ვაკანტური ადგილისთვის საუკეთესო ვარიანტია.


სოციალურ ქსელში არსებობს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული გვერდი, რომელიც ქართული მედიის სიახლეებს ავრცელებს. ისინი წერენ, რომ ზაალ უდუმაშვილი ეკო მაღრაძის მეწყვილე გახდება და ტვ პირველის ეთერში საინფორმაციოს წამყვანად გამოჩნდება.



სოციალურ ქსელში ისიც ითქვა, რომ ზაალ უდუმაშვილი "ტვ პირველზე" არ წავა და კვლავაც დიანა ჯოჯუასთან წყვილში ჯდომას გადაწყვეტს. ასე რომ ზოგიერთი ვერსიით, ზაალ უდუმაშვილი მთავარი არხის მთავარ ეთერში გამოჩნდება და 9 საათიან შემაჯამებელ გადაცემას წაიყვანს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უდუმაშვილმა დიკო ჯოჯუასთან ერთად ბევრი წელი გაატარა, ეს ვერსიაც დამაჯერებლად მოგვეჩვენება. ცნობილია, რომ ზაალ უდუმაშვილი წყვილში პაატა იაკობიშვილმა ჩაანაცვლა ჯერ კიდევ რუსთავი 2-ზე ყოფნის დროს და შემდეგ ახალი არხის გახსნის შემდეგაც დღემდე დიანა ჯოჯუასთან ერთად დუეტში ის ზის. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ იაკობაშვილი მზადაა, უდუმაშვილს მისი კუთვნილი ადგილი დაუთმოს და ჯოჯუა-უდუმაშვილის ტელე წყვილი აღდგეს.


რომელი ვერსია გამართლდება, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა, თავად ზაალ უდუმაშვილი გვპირდება, რომ ეთერში ამავე სეზონზე, ანუ რამდენიმე დღეში, სექტემბრამდე უნდა გამოჩნდეს.



"მე ვთვლი და მგონი, მარტო არ ვარ ამაში, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც ვითარდება მედიაში.


ამიტომ, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი. ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა, თუ სად მივდივარ, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ გარკვეულ წესებს ვიცავ. გპირდებით, რომ ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

0
302
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0