x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი მარწყვის შესახებ, რომელიც ცოტამ თუ იცის

მართალია, მარწყვის შეძენა მთელი წლის მანძილზე შეიძლება, მაგრამ მისი მოსავლის რეკორდული მაჩვენებელი მაის–ივნისზე მოდის. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მცენარის ნაყოფი ყველაზე გემრიელი სწორედ გაზაფხულ–ზაფხულის გარდამავალ სეზონზეა. რატომ არის გემრიელი? იმიტომ, რომ წლის სხვა სეზონზე მარწყვი სათბურში, დახურულ სივრცეში მოჰყავთ. გაზაფხულზე კი, ღია გრუნტზე, მზის სინათლის ქვეშ და არა ხელოვნური განათებით.


image


ის კენკრა არ არის!


ბოტანიკური თვალსაზრისით, ის ხილია. მაგრამ, თუ მას, ჩვენი, მომხმარებლის თვალსაზრისით განვიხილავთ, – მაშინ კენკრაა.

მოკლედ, მეცნიერებმა ის გულდასმით შეისწავლეს და ახსნაც მისცეს. თუმცა, ჩვენთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს – გემო, სახელის გამო, ნამდვილად არ იცვლება.


გარეცხვა, მოხმარებამდე არ შეიძლება!


მარწყვს ისეთი ნაზი კანით არის დაფარული, რომ მისი გარეცხვა მხოლოდ მოხმარების წინ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასარგებლო თვისებებს კარგავს და ფუჭდება.


ასეთი მეტი არ არის


ეს ერთადერთი ხეხილოვანი მცენარეა, რომლის ყველა თესლი ნაყოფის გარეთ მდებარეობს. ამასთან, თესლი საკმაოდ ბევრია – დაახლოებით, 200 ცალია.


ჯიშების მრავალფეროვნება


პლანეტაზე 300-ზე მეტი სახეობის მარწყვი მოჰყავთ.



მარწყვი–"ანანასი"


image


თეთრ მარწყვს, წითელი თესლით, ანანასის გემო აქვს.


აირჩიეთ ფერით და სიმწიფით


მარწყვი რაც უფრო მუქია, მით უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს. ვიტამინების დაგროვების პროცესი მასში თავიდანვე იწყება. მაგრამ, მაქსიმალურ რაოდენობას მაშინ აღწევს, როდესაც ის მწიფე და წვნიანია.

მარწყვი С ვიტამინით მდიდარი პროდუქტის – 100 გრ. არომატული ხილი, ადამიანისთვის საჭირო, ამ ნივთიერების 98% შეიცავს.


ის კარგი კოსმეტიკური საშუალებაა


მარწყვის ნიღაბი სახის კანის ფერს ათანაბრებს. ის აქრობს პიგმენტურ ლაქებს, ნაოჭს და ჭორფლს. ნატურალური კოსმეტიკური საშუალებების მოყვარულები ამტკიცებენ, რომ მარწყვის ნიღბის ზემოქმედებით, კანი უფრო თეთრი და ნაზი ხდება, რადგან ის კანს მკვდარი უჯრედებისგან ასუფთავებს.


მარწყვის მწნილი


ზოგიერთ ქვეყანაში მკვახე ანუ, მწვანე მარწყვს ამწნილებენ და მას კიტრის მწნილის ალტერნატივად განიხილავენ.


ცოტა შაქარს შეიცავს


მრავალი წყაროს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მწიფე მარწყვი ძალიან ტკბილია, ის ცოტა შაქარს შეიცავს.

მაგრამ, თავად ნაყოფის სიტკბო, მხოლოდ სიმწიფეზე არ არის დამოკიდებული. მაგალითად, პატარა ჯიშები უფრო ტკბილია, ვიდრე დიდი. თუმცა, უმრავლესობა მაინც დიდ მარწყვს ყიდულობს, რადგან ის უფრო მადის აღმძვრელად გამოიყურება.


სამედიცინო ჩვენება


კვლევები აჩვენებს, რომ მარწყვი აუმჯობესებს მეხსიერებას და ხელს უშლის ტვინის უჯრედების ნაადრევ დაბერებას.


image


imageimageimageimage




0
325
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0