x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა იმალება მაიას უძველეს პირამიდებში?
image
მაიას ცივილიზაციის ცნობილი მონუმენტური ნაგებობის შიგნით შეგიძლიათ იპოვოთ საკმაოდ უჩვეულო რამ.


უძველესმა მაიას ტომმა ააშენა ასობით პირამიდა თანამედროვე მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. ძირითადად, ეს პირამიდები აშენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000-დან 1500 წლამდე პერიოდში. ამ სტრუქტურებს განსხვავებული ფუნქციები ჰქონდათ და მაიას პირამიდების შიგნით სხვადასხვა არტეფაქტები იყო განთავსებული, იუწყება Live Science-ი.


მაიას პირამიდების შესწავლის დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს პირამიდები გამოიყენებოდა როგორც რელიგიური რიტუალების, ასევე, მმართველებისა და სხვა კეთილშობილური პირების დაკრძალვის ადგილად. პირამიდების შიგნით შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი არტეფაქტი, რომელიც მოგვითხრობს მაიას ცხოვრებაზე, ასევე, საგანძურზე.


მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირამიდები ხანდახან სხვა საგანს მალავენ - უფრო პატარა პირამიდას. მაგალითად, ეს ეხება კუკულკანის პირამიდას, რომელიც მდებარეობს უძველესი მაიას ქალაქის ნანგრევებს შორის - ჩიჩენ იცა, რომელიც მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე, თანამედროვე მექსიკაში.



image


"ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც მაიას ცივილიზაცია ადრე დასახლებულ, მაგრამ მიტოვებულ ადგილზე მიდიოდნენ, ისინი არ ანადგურებდნენ ძველ შენობებს. ხშირად ისინი აშენებდნენ ახალ სტრუქტურებს ძველზე, განსაკუთრებით პირამიდებზე." - ამბობს ანდრეს ტეხერო-ანდრადე მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტიდან.



"არსებულ პირამიდების თავზე ახალი პირამიდების აშენება ჩვეულებრივი პრაქტიკაა მაიასთვის ესპანელების მოსვლამდე. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში, სადაც მაია დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, სწორედ ასეთი სტრუქტურა აქვთ იქ"- ამბობს დენის ლორენია არგოტე ესპინო მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტიდან.


მეცნიერთა აზრით, მაიას ზოგიერთი პირამიდა ცნობილია, არა მხოლოდ მათი უჩვეულო დიზაინით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი იყო ტაძრები, რომლებშიც რელიგიური რიტუალები ტარდებოდა, მაიას სხვა პირამიდები გამოიყენებოდა სამარხებად მათი მმართველებისა და ელიტებისთვის.


image


ხშირად ასეთ სამარხებში მეცნიერები სხვადასხვა საგანძურს პოულობდნენ. მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ნეფრიტისგან დამზადებული ნივთები, რომელთა გამოყენება ძალიან უყვარდათ მაიას ცივილიზაციის ხალხს. მაგალითად, ნეფრიტი გამოიყენებოდა სამკაულების დასამზადებლად, ასევე, სამგლოვიარო ნიღბების დასამზადებლად. ნეფრიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია ქვის ტახტი იაგუარის სახით, რომელიც მოპირკეთბულია ნეფრიტით. ეს ტახტი არქეოლოგებმა კუკულკანის პირამიდაში აღმოაჩინეს.


"მაიასთვის ნეფრიტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის არ იყო მხოლოდ ძვირფასი და ლამაზი მინერალი, ის მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო მაიასთვის. ის ასოცირდებოდა თვით სიცოცხლესთან და ძალასთან. ნეფრიტი ხშირად გამოიყენებოდა დაკრძალვის რიტუალებში, ასევე, ღმერთებთან ურთიერთობის რიტუალური ცერემონიების დროს.“- ამბობს კარლ ტაუბე კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.


იმ არტეფაქტებს შორის, რომლებსაც მეცნიერები მაიას პირამიდებში პოულობენ, ასევე არის მართლაც საოცარი რამ. მაგალითად, როგორც ადრე გავრცელდა, არქეოლოგებმა გვატემალაში, ქალაქ სან-ბარტოლოში მდებარე მაიას პირამიდაში აღმოაჩინეს მაიას ყველაზე ადრეული კალენდრის ფრაგმენტი, რომელიც 2200 წლისაა.


ხოლო მაიას პირამიდის კიბეებზე, რომელიც მდებარეობს ჰონდურასის კოპანის არქეოლოგიურ ადგილზე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს უზარმაზარი წარწერა, რომელიც შეიცავს 2000-ზე მეტ მაიას სიმბოლოს. იგი მოგვითხრობს უძველესი მაიას ერთ-ერთი სახელმწიფოს მმართველებზე.


0
429
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
429
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0